logo
Loading data...
მთავარი საზოგადოება

სტატია

ღვინის საერთაშორისო კონკურსზე IWSC 2027 Wine and Spirits Judging in Georgia-ზე მონაწილეთა რეგისტრაცია დაიწყო

ღვინის საერთაშორისო კონკურსზე IWSC 2027 Wine and Spirits Judging in Georgia-ზე მონაწილეთა რეგისტრაცია დაიწყო

1788255693

IWSC 2027 Wine & Spirits Judging in Georgia -ს რიგით მეხუთე კონკურსზე მონაწილეთა რეგისტრაცია დაიწყო. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაცია IWSC-ის ოფიციალურ ვებგვერდზე  1 სექტემბერს გაიხსნა და ქართველ მწარმოებლებს კიდევ ერთხელ მიეცემათ შესაძლებლობა, წარმოაჩინონ თავიანთი უნიკალური პროდუქცია საერთაშორისო ასპარეზზე.

2027 წლის ღვინისა და სპირტიანი სასმელების კონკურსი  საქართველოში, რომელიც საქართველოს ღვინის ეროვნულ სააგენტოსა და გურჯაანის ღვინის ფესტივალთან პარტნიორობით ეწყობა, პირველად იმერეთის რეგიონში, ქუთაისში ჩატარდება და ჟიურის წევრებს შესაძლებლობა ექნებათ, ქართული ღვინის მრავალფეროვნება დასავლეთ საქართველოს მაგალითზე აღმოაჩინონ. 23-28 ნოემბერს კონკურსის ფარგლებში ჟიურის წევრები ეწვევიან ადგილობრივ მარნებს, გაეცნობიან რეგიონის ღვინის კულტურას, ტრადიციებსა და თანამედროვე მეღვინეობის გამოცდილებას. შეფასების შედეგები 2026 წლის 7 დეკემბერს გამოცხადდება. მონაწილეთა რეგისტრაცია, IWSC-ის ოფიციალურ ვებგვერდზე უკვე დაიწყო. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად ეწვიეთ ბმულს: https://bit.ly/4gwKZ6k

მნიშვნელოვანია, რომ უკვე შეიქმნა IWSC Georgia-ს WhatsApp Channel. გამოიწერეთ არხი და მიიღეთ კონკურსთან დაკავშირებული უახლესი ინფორმაცია, სიახლეები და მნიშვნელოვანი განახლებები - https://bit.ly/4xsmJIB

ტრადიციულად,  IWSC საქართველოში საერთაშორისო მსაჯთა ვარსკვლავურ გუნდს ჩამოიყვანს, რომელთა შრის იქნებიან დიდი ბრიტანეთის წამყვანი ღვინის დიერები, სომელიეები, იმპორტიორები და დისტრიბუტორები. მათი გამოცდილებითა და ცოდნით კონკურსი უმაღლესი სტანდარტების დაცვით ჩატარდება.ჟიურის შემადგენლობას  IWSC-ის გამოცდილი მსაჯი, Michelin-ის ვარსკვლავის მფლობელი რესტორნის Trivet-ის დამფუძნებელი და დირექტორი ისა ბალი (Isa Bal MS) უხელმძღვანელებს, რომელსაც საერთაშორისო ბაზარზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება გააჩნია და განვითარებადი რეგიონების აქტიური მხარდამჭერია. ღვინის დანარჩენი მსაჯების, ისევე როგორც სპირტიანი სასმელების ჟიურის წევრთა ვინაობა უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.

 2022 წლიდან მოყოლებული, IWSC საქართველოში  ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ საერთაშორისო პროექტად ჩამოყალიბდა. პროექტის მთავარი მიზანია საერთაშორისო ექსპერტები უშუალოდ საქართველოში გაეცნონ ქართულ ღვინოს, მის ისტორიას, კულტურასა და მეღვინეებს. შეფასების პარალელურად, ჟიურის წევრები სტუმრობენ მეღვინეობებს, ხვდებიან მეღვინეებს და ადგილზე ეცნობიან ქვეყნის მეღვინეობის მრავალფეროვნებას. ეს  მათ საშუალებას აძლევს უკეთ გაიაზრონ ქართული ღვინის, მისი ისტორიისა და კულტურის უნიკალურობა.

 ინფორმაცია IWSC-ის შესახებ:

IWSC არის მეტი, ვიდრე კონკურსი. ეს არის ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო საზოგადოება, რომელიც ორიენტირებულია ადამიანებსა და გამოცდილებაზე. ჩვენი მისიაა, მსოფლიოს საუკეთესო ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების გამორჩევა პარტნიორების საჭიროებებისადმი ჩვენი პერსონალური მიდგომით. ჩვენ ვთავაზობთ ყოვლისმომცველ ბიზნეს მხარდაჭერას ჩვენი მსოფლიო დონის ექსპერტებით შემდგარი ქსელის მეშვეობით, რათა გავაერთიანოთ საერთაშორისო საზოგადოება, გავცვალოთ გამოცდილება და დავეხმაროთ მათ ზრდაში.

ჩვენ არა მხოლოდ ვაჯილდოვებთ საუკეთესოებს, არამედ ვეძებთ აღმოუჩენელ ტალანტებს და ვეხმარებით დიდ თუ მცირე პარტნიორებს, მიაღწიონ ამბიციურ მიზნებსა და გეგმებს.

კონკურსი დაარსდა 1969 წელს ავსტრიელი ღვინის ქიმიკოსის, ანტონ მასელის მიერ. ჩვენ ვამაყობთ, რომ გვაქვს 50 წელზე მეტი გამოცდილება საუკეთესო ღვინოებისა და ალკოჰოლური სასმელების შეფასებასა და აღიარებაში. ჩვენი სტანდარტები, დეტალების მიმართ ყურადღება და მსოფლიო დონის გამოცდილება გამოგვარჩევს პარტნიორების, მწარმოებლების, დისტრიბუტორების, ინფლუენსერებისა და ექსპერტების თვალში.

Wine, spirits, knowledge, community. Since 1969

 

გამოგვყევით