logo
Loading data...
მთავარი საზოგადოება

სტატია

ირაკლი მეგრელიძემ ჟენევაში გამართულ ჰიდროლოგიური კოორდინაციის პანელის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

ირაკლი მეგრელიძემ ჟენევაში გამართულ ჰიდროლოგიური კოორდინაციის პანელის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

1770714273

გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე ირაკლი მეგრელიძე, რომელიც გასული წლიდან მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის (WMO) ევროპის რეგიონის ფარგლებში ჰიდროლოგიის მრჩევლის პოზიციას იკავებს, შვეიცარიაში, ქ. ჟენევაში გამართულ ჰიდროლოგიური კოორდინაციის პანელის (HCP-8) სამუშაო შეხვედრას დაესწრო.

შეხვედრის მიზანს მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის ჰიდროლოგიის სამოქმედო გეგმის მიმდინარეობის შეფასება, მიღწეულ პროგრესისა და მიღებული გადაწყვეტილების განხილვა, საკოორდინაციო პანელზე შესაბამისი ანგარიშების მომზადება და საჭირო რეკომენდაციების ჩამოყალიბება წარმოადგენდა.

შეხვედრის ფარგლებში, მონაწილეებმა ჰიდროლოგიური საქმიანობის კოორდინაციის მართვა და გლობალური პარტნიორების ჩართულობა განიხილეს. ასევე, მოხდა ცოდნის და გამოცდილების გაზიარება იმ მნიშვნელოვანი საკითხების ირგვლივ, რომლებიც ხელს უწყობს ჰიდროლოგიური მომსახურებების, წყლის რესურსების მართვისა და ერთობლივი თანამშრომლობის განვითარების გაძლიერებას.

მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაცია (WMO) მეტეოროლოგიის, კლიმატოლოგიისა და ჰიდროლოგიის მიმართულებით საქმიანობს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია WMO-ის როლი კლიმატის ცვლილების კვლევაში.

აღსანიშნავია, რომ თითქმის 30 წელია საქართველო მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის (WMO) წევრია, რაც ქვეყანას აძლევს შესაძლებლობას, ჩართული იყოს საერთაშორისო თანამშრომლობაში, მიიღოს თანამედროვე ცოდნა და ტექნოლოგიები, ასევე, გააძლიეროს საკუთარი მეტეოროლოგიური დაკვირვებისა და პროგნოზირების სისტემა, რაც მნიშვნელოვანია ქვეყნის მდგრადი განვითარებისა და მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის.

გამოგვყევით