logo
Loading data...
მთავარი ფინანსები

სტატია

"ავტომობილის ზიანის დროს ხარჯები თითოეულმა ავტომფლობელმა უნდა გადავინაწილოთ" - ლაშა ნიკოლაძე

დემოკრატიის მაღალი ხარისხი სწორედ იმას მეტყველებს, რომ როგორც თქვენ, ისე სხვას ზიანის დროს უპირობოდ უნდა დაუდგეს ანაზღაურების ფაქტი, მათ შორის, ავტომობილის ზიანის დროს და ეს ხარჯები თითოეულმა ავტომფლობელმა უნდა გადავინაწილოთ, - ამის შესახებ დაზღვევის კავშირის გენერალურმა მდივანმა ლაშა ნიკოლაძემ გადაცემა "ბიზნესპარტნიორში"  განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, მოსახლეობა ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის სისტემის დანერგვის პირველივე წელს აღნიშნულის ძალიან დიდ ხეირს დაინახავენ. 

"სავალდებულო დაზღვევები ორ ძირითად პრინციპს უნდა ემყარებოდეს - ეს უნდა იყოს მოსახლეობის ფართო ფენებისთვის განკუთვნილი და ეს ზიანი უნდა იყოს მნიშვნელოვანი დაზარალებულისთვისაც და გადასახდელადაც საკმაოდ დიდი. ავტომფლობელთა სავალდებულო დაზღვევის კანონპროექტში მითითებულია გარკვეული ლიმიტები ამ დაზღვევის დასაფარად, თუმცა როდესაც აღნიშნული საკითხის საკომიტეტო მოსმენები დაიწყება დღის წესრიგში დადგება როგორი იყოს ეს ლიმიტი. ჩვენ დამწყები ქვეყანა ვართ ამ მიმართულებით და უნდა გავითვალისწინოთ ევროპული და სხვა ქვეყნების პრაქტიკა. 

ადამიანების ცნობიერებაზე ძალიან ბევრია სამუშაო. ზოგიერთის გამონათქვამი, რომ ეს არის დამატებითი გადასახადი, ეს მიუწვდომელი იქნება და ა.შ. - ეს ასე არ არის. ეს მინიმუმ მილიონზე მეტ ავტომფლობელს შეეხება და თეორიულად მთელ მოსახლეობას თავისი ქონებით, რომელიც რისკის ქვეშ არის ამ მანქანების მოძრაობის გამო. ჩვენ ახლა საწყის ეტაპზე ვართ და საპრემიერო დათვლის სხვადასხვა მეთოდი არსებობს. ჩვენ ჯერ დავიწყებთ მარტივი პრინციპით და შემდეგ როდესაც დაგროვდება ეს ინფორმაცია, შემდეგ შესაძლებელი იქნება ბონუს-მალუსის სისტემაზე გადასვლა", - აცხადებს ლაშა ნიკოლაძე.

ცნობისთვის, მთავრობა ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის სისტემის დანერგვას გეგმავს. ამის შესახებ საქართველოს მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობის მოკლევადიან გეგმაშია აღნიშნული

გამოგვყევით