logo
Loading data...
მთავარი საზოგადოება

სტატია

კულტურისა და სპორტის მინისტრად თინათინ რუხაძე დაინიშნა

კულტურისა და სპორტის მინისტრად თინათინ რუხაძე დაინიშნა

1729248011

საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის თანამდებობა თიკა რუხაძემ დაიკავა. კულტურის ახალი მინისტრი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე წარადგინა.

თიკა რუხაძე ამ დრომდე ეროვნული სასახლის დირექტორის თანამდებობას იკავებდა.

კულტურის მინისტრის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც თეა წულუკიანი „ქართულმა ოცნებამ“ საარჩევნო სიაში დაასახელა.

გამოგვყევით