logo
Loading data...
მთავარი ტურიზმი

სტატია

"50%-იანი დატვირთულობით ვმუშაობთ, იმედია, შემდეგი თვეები უფრო დატვირთული იქნება" - სასტუმრო "ნორდმანი"

უცხოელებისთვის რაჭაში დასვენება სულ უფრო პოპულარული ხდება. როგორც რაჭაში, ქალაქ ამბროლაურში მდებარე 8 ნომრიანი სასტუმრო "ნორდმანის" მენეჯერი, მარიამ მარგველიძე აღნიშნავს, ამჟამად, სასტუმრო 50%-იანი დატვირთულობით მუშაობს. 

მარიამ მარგელიძის ინფორმაციით, დატვირთულობის 60% ადგილობრივ მოსახლეობაზე მოდის, ხოლო მცირე ნაწილი - 30% უცხოელები არიან.

"ჩემი მომხმარებლები ივნისის ჩათვლით, ძირითადად, ადგილობრივი მოსახლეობაა, ივლისიდან კი, ტურისტების ნაკადი იწყებს შემოდინებას. ამ ეტაპზე, დატვირთულობის წილი 60% ადგილობრივ მოსახლეობაზე მოდის, ხოლო მცირე ნაწილი 30% უცხოელები გახლავთ. წინასწარი ჯავშნები გვაქვს, შემდეგი თვის 20% უკვე დაკავებულია. უცხოელები ძირითადად ევროპის ქვეყნიდან არიან, კერძოდ, გერმანიიდან, ავსტრიიდან, ლიეტუვიდან, ლატვიიდან და ა.შ. 

ამ ეტაპზე, საცურაო აუზი არ გვაქვს და გაფართოებასაც არ ვგეგმავთ. სამომავლოდ, რა თქმა უნდა, გარკვეული სახის გეგმა და  სურვილი გვაქვს, თუმცა ახლა მაქსიმალურად ვცდილობთ, სასტუმროს მაქსიმალურ დატვირთულობაზე ვიმუშაოთ", - აღნიშნავს სასტუმროს მენეჯერი.

მარიამ მარგველიძემ გასული წლის ტენდენციებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მომხმარებელთა რაოდენობა შემცირებულია.

"შარშან თითოეული თვე მაისის ჩათვლით, რომ შევადაროთ, გაცილებით უფრო დატვირთული იყო. აღნიშნული ტენდენცია, სხვადასხვა, ფაქტორს უკავშირდება და კონკრეტული საკითხის გამოყოფა გამიჭირდება. უნდა აღვნიშნო, რომ შარშან წლის პირველ ნახევარში, გაცილებით მეტი ტურისტი გვყავდა, ახლა პირიქით - ადგილობრივი მოსახლეობა გვყავს. იმედია მაქვს, შემდეგი თვეები უფრო დატვირთული იქნება. ამასთან, ჩვენი პრიორიტეტია, რომ მომხმარებლებს ხარისხიანი მომსახურება შევთავაზოთ. გვინდა ჩვენს ყველა ვიზიტორს მყუდრო გარემო შევუქმნათ", - აღნიშნავს მარიამ მარგველიძე.

ცნობისთვის, რაჭაში, ქალაქ ამბროლაურში მდებარე, 8 ნომრიანი სასტუმრო "ნორდმანი" ადგილობრივ ბაზარზე 2 წელია ოპერირებს.

გამოგვყევით