logo
Loading data...
მთავარი საზოგადოება

სტატია

"მაქსიმალურად გავაგრძელებთ ზრუნვას, რომ რაჭა კიდევ უფრო მეტად განვითარდეს" - ირაკლი კობახიძე

"მაქსიმალურად გავაგრძელებთ ზრუნვას, რომ რაჭა კიდევ უფრო მეტად განვითარდეს" - ირაკლი კობახიძე

1787846700

"მაქსიმალურად გაგრძელდება ზრუნვა, რათა რაჭა კიდევ უფრო მეტად განვითარდეს და გალამაზდეს", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

ამასთან, ირაკლი კობახიძემ რაჭველებს "ფუძეობა" მიულოცა.

"მიხარია, რომ დღეს ვარ რაჭაში, აბროლაურში ჩემს კოლეგებთან ერთად.  ჩემს მშობლიურ კუთხეში ვარ და აღვნიშნავთ "ფუძეობას", რომელიც არის არაჩვეულებრივი დღესასწაული. მინდა, მთელ რაჭას, რაჭველებს მივულოცო დღევანდელი დღე. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია რაჭის განვითარება და თითოეული ჩვენგანი მაქსიმალურად გავაგრძელებთ ზრუნვას იმისათვის, რომ რაჭა კიდევ უფრო მეტად განვითარდეს და გალამაზდეს", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გამოგვყევით