logo
Loading data...
მთავარი საზოგადოება

სტატია

საბაჟო დეპარატამენტის ხელმძღვანელმა პირებმა აზერბაიჯანის საბაჟო ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრები გამართეს

საბაჟო დეპარატამენტის ხელმძღვანელმა პირებმა აზერბაიჯანის საბაჟო ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრები გამართეს

1787147919

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის უფროსის პირველმა მოადგილემ, ოთარ რიკაძემ და ამავე დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, ირაკლი თევდორაძემ,  აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეებთან - გულოგლან მურადლისთან და ფუად მამადოვთან, სამუშაო შეხვედრები გამართეს.

შეხვედრაზე მხარეებმა გაზრდილი ტვირთბრუნვის პირობებში, ორი ქვეყნის საბაჟო გამშვები პუნქტების წინაშე არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს და საერთაშორისო გადაზიდვების შეუფერხებელი გამტარუნარიანობის უზრუნველყოფის საკითხები განიხილეს. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ადგილზე არსებული მდგომარეობის გაცნობისა და შესაბამისი ქმედითი ღონისძიებების დაგეგმვა/განხორციელების მიმართულებით. ამასთან, შეხვედრების მსვლელობისას, მიღწეული იქნა შეთანხმება, რომ უახლოეს მომავალში, გაფართოებულ ფორმატში კვლავ გაიმართოს კომპლექსური შეხვედრები, რომელთა ფარგლებშიც შეფასდება უკვე განხორციელებული კონკრეტული ღონისძიებების შედეგები და საჭიროების შემთხვევაში, განისაზღვრება დამატებითი ქმედითი ნაბიჯები ტვირთების შეუფერხებელი გადაადგილების უზრუნველყოფის მიზნით.

სამუშაო შეხვედრების დასრულებისას, მხარეებმა გამოთქვეს სრული მზადყოფნა მაქსიმალურად ხელი შეუწყონ ურთიერთთანამშრომლობის პროცესის შეუქცევადობას.

სამუშაო შეხვედრები, რომლებსაც, ასევე ესწრებოდნენ შემოსავლების სამსახურის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი, არჩილ დარახველიძე, სგპ ,,წითელი ხიდის“ უფროსი, ზურაბ ინასარიძე, სგპ ,,ლაგოდეხის“ უფროსი მიხეილ ბერიძე და სხვა პასუხისმგებელი პირები აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიაზე, საბაჟო გამშვები პუნქტების - ,,წითელი ხიდის“ მოსაზღვრე მხარეს ,,სინიქ ქიორპუსსა“ და ,,ლაგოდეხის“  მოსაზღვრე მხარეს მდებარე  ,,მაზიმგარაში“ ერთდროულად გაიმართა.

გამოგვყევით