ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის საავიაციო უშიშროების სამმართველოს თანამშრომლებთან ერთად ჩატარებული ღონისძიებისშედეგად, საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,თბილისის აეროპორტი“ განსაკუთრებით დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების გატანის 2 ფაქტი აღკვეთეს.
უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ, საავიაციო უსაფრთხოების კონტროლის გავლის დროს, მებაჟე ოფიცრებმა ხელბარგის შემოწმების შედეგად, სამგზავრო ჩანთებში 1 კილოგრამზე მეტი, სხვადასხვა ზომის ოქროს ზოდები და მონეტები აღმოაჩინეს.
არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 431 065 ლარი შეადგინა.
საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.