logo
Loading data...
მთავარი საზოგადოება

სტატია

თევზის სარეალიზაციო ობიექტებში 81 სახელმწიფო კონტროლი განხორციელდა

თევზის სარეალიზაციო ობიექტებში 81 სახელმწიფო კონტროლი განხორციელდა

1747463862

სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის  ინსპექტორებმა  თევზის  სარეალიზაციო ობიექტები შეამოწმეს. 

სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში ობიექტებზე  ჩატარდა ინსპექტირება, რომელიც მოიცავს საწარმოო პროცესის  და სურსათის უვნებლობის  ისეთი მოთხოვნების შესაბამისობის  შემოწმებას, როგორებიცაა: სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები,  ტემპერატურული რეჟიმი, სურსათის ეტიკეტირება და მომხმარებლის ინფორმირება. არც ერთ ობიექტზე კრიტიკული შეუსაბამობები არ გამოვლენილა. 

სურსათის ეროვნული სააგენტო თევზს, როგორც მაღალი რისკის სურსათს ინტენსიურად ამოწმებს. სააგენტო მოუწოდებს მომხმარებელს არ შეიძინოს თევზი ისეთ ადგილებში, სადაც არ არის დაცული მისი შენახვისა და რეალიზაციის პირობები.  

მიმდინარე წელს მთელი ქვეყნის მასშტაბით  თევზის სარეალიზაციო ობიექტებში 81 სახელმწიფო კონტროლი განხორციელდა  (77 ინსპექტირება, 3 დოკუმენტური, 1 ზედამხედველობა). შემოწმების შედეგად, კრიტიკული შეუსაბამობა არ გამოვლენილა.

გამოგვყევით