logo
Loading data...
მთავარი საზოგადოება

სტატია

თურქეთიდან შემოტანილი პომიდორი ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა

თურქეთიდან შემოტანილი პომიდორი ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა

1746007110

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტმა 32 039 კგ პომიდორი სარფიდან თურქეთში გააბრუნა. მიზეზი, საქონლის ინსპექტირებისას, პომიდორზე გამოვლენილი მავნე ორგანიზმი Tuta Absoluta-აა (სამხრეთამერიკული მენაღმე ჩრჩილი). 

"ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტში „სარფი“, თურქეთის რესპუბლიკიდან შემოტანილი პომიდორის 2 სასაქონლო პარტია (საერთო წინა 32 039 კგ.) იქნა შეჩერებული.

სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის პროცედურების ფარგლებში, პასუხისმგებელი ფიტოსანიტარის მიერ, საქონლის ინსპექტირებისას, პომიდორზე საკარანტინო მავნე ორგანიზმისთვის (Tuta Absoluta) დამახასიათებელი კვალი გამოვლინდა", - აღნიშნულია საბაჟო დეპარტამენტის განცხადებაში.

საქართველოს მთავრობის 2019 წლის 20 სექტემბრის №463 დადგენილების შესაბამისად, აღნიშნული საქონელი ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა.

გამოგვყევით