logo
Loading data...
მთავარი საზოგადოება

სტატია

"უძველესი სავაჭრო გზებიდან მომავლის ბაზრებამდე 2035" – მადრიდში ესპანურ-ქართული ბიზნესალიანსის გრძელვადიანი ხედვის პრეზენტაცია გაიმართა

"უძველესი სავაჭრო გზებიდან მომავლის ბაზრებამდე 2035" – მადრიდში ესპანურ-ქართული ბიზნესალიანსის გრძელვადიანი ხედვის პრეზენტაცია გაიმართა

1746783660

8 მაისს, მადრიდში, ესპანურ-ქართულმა ბიზნესალიანსმა (SGBA) მეწარმეებისა და ბიზნესით დაინტერესებული პირებისთვის ბიზნესის განვითარების მისეული ხედვის პრეზენტაცია გამართა. ღონისძიებაზე ორგანიზაციის დამფუძნებელმა და წევრებმა ხაზი გაუსვეს უძველესი სავაჭრო გზების მნიშვნელობას მომავალი ბაზრების განვითარებისთვის და განმარტეს, როგორ ასრულებენ ამ პროცესში გადამწყვეტ როლს ესპანეთი და საქართველო. ამასთანავე, პრეზენტაციაზე მიმოიხილეს ბიზნესსფეროში არსებული შესაძლებლობები და პრიორიტეტები, ასევე, ევროპის, აზიისა და ლათინური ამერიკის ბაზრების გაერთიანების გზები.

„დღეს ბიზნესის განვითარებისა და გაფართოებისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს სხვადასხვა ქვეყნის ბაზრებზე მოქმედი ბიზნესების გაერთიანებასა და მჭიდრო სტრატეგიული ურთიერთობების დამყარებას. ესპანურ-ქართული ბიზნესალიანსიც სწორედ ამ მიმართულებით ეხმარება დაინტერესებულ პირებს – ჩვენ ვასრულებთ ხიდის როლს ესპანეთს, საქართველოსა და გლობალურ ბაზრებს შორის და ვაკავშირებთ ბიზნესებს ერთმანეთთან. ვცდილობთ, ჩვენი გამოცდილებისა და კომპეტენციის დახმარებით, მნიშვნელოვანი წვლილი შევიტანოთ ამ სფეროს განვითარებაში“, – ამბობს ესპანურ-ქართული ბიზნესალიანსის (SGBA) დამფუძნებელი, ვასილ ბაბლუანი.

ესპანურ-ქართული ბიზნესალიანსი (SGBA) დინამიკური და მუდმივად განვითარებადი პლატფორმაა, რომელიც ესპანეთისა და საქართველოს სტრატეგიული ადგილმდებარეობისა და ამ ქვეყნებში არსებული უნიკალური შესაძლებლობების დახმარებით, ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის გაძლიერებასა და ბიზნესების გაფართოებას უწყობს ხელს. ორგანიზაცია მულტიკულტურულია და წარმოდგენილია პროფესიონალებისა და სხვადასხვა ინდუსტრიის ლიდერების ძლიერი ქსელის სახით. მისი გუნდის წევრებს ზურგს უმაგრებთ მრავალწლიანი გამოცდილება საერთაშორისო ურთიერთობებში, ბიზნესის განვითარებასა და ინვესტიციების მოზიდვაში.

ესპანურ-ქართულ ბიზნესალიანსს (SGBA) ჰყავს ორმხრივი წარმომადგენლობა ესპანეთსა და საქართველოში, რაც ამარტივებს დაინტერესებული პირებისა თუ ბიზნესების დაკავშირებას როგორც აზიასა და ევროპის ქვეყნებთან, ისე ლათინურ ამერიკასთან.

„მსოფლიო ბაზარზე უსაზღვრო და უნიკალური შესაძლებლობებია, რომლებსაც დროულად დანახვა და გამოყენება სჭირდება. ამ შესაძლებლობების აღმოჩენაში და საჭირო პროცესების წარმართვაში ჩვენი ორგანიზაცია უკვე არაერთ ბიზნესს დაეხმარა. თუმცა ეს მხოლოდ დასაწყისია და ღრმად გვწამს, რომ ესპანურ-ქართული ბიზნესალიანსი კიდევ მრავალი პროექტის წარმატების საწინდარი გახდება“, – ამბობს ვასილ ბაბლუანი.

გამოგვყევით