logo
Loading data...
მთავარი საზოგადოება

სტატია

"უნდა გვყავდეს კვალიფიციური, წყალმომარაგების ძალიან ბევრი სპეციალისტი, მეგზევე, მეხიდე" - მინისტრი კადრების დეფიციტზე

"უნდა გვყავდეს კვალიფიციური, წყალმომარაგების ძალიან ბევრი სპეციალისტი, მეგზევე, მეხიდე" - მინისტრი კადრების დეფიციტზე

1770924894

ინფრასტრუქტურის მინისტრი ამბობს, რომ წყალმომარაგების სექტორში, პროექტირების ეტაპზე, კვალიფიციური სპეციალისტების დეფიციტია.

„ჩვენ დღეს მკვეთრი ნაკლებობა გვაქვს ისეთი დარგების მიმართულებით, როგორებიცაა მაგალითად  - საინჟინრო, საპროექტო დარგები. კადრების სერიოზულ დეფიციტს განვიცდით ამ კუთხით“, - ამის შესახებ ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ „ბიზნესპარტნიორის“ ღამის ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, ამ ფაქტორიდან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია განათლების ის რეფორმა, რომელსაც სახელმწიფო ახორციელებს.

„უნდა გვყავდეს კვალიფიციური  წყალმომარაგების ძალიან ბევრი  სპეციალისტი, მეგზევე, მეხიდე და ა.შ. გვაქვს პროფესიები, რომლებიც დღეს საქართველოში განლევად რეჟიმშია. ჩვენ დღეს აქტიურად ვმუშაობთ, რომ ახალგაზრდებს გაუჩნდეთ ინტერესი ამ პროფესიების მიმართ. თუმცა, ვინაიდან დროში ვართ შეზღუდულები, აქტიურად ვართ ჩართულები უცხოელი სპეციალისტების მოწვევის საქმეში. მაგალითად, მალე, საგზაო დეპარტამენტის მიმართულებით, რამდენიმე ახალი, უცხოელი თანამშრომელი გვეყოლება, რომლებიც იმუშავებენ დეპარტამენტში და კონკრეტულ მიმართულებებში დაგვეხმარებიან“, - აღნიშნა რევაზ სოხაძემ.

მინისტრის განმარტებითვე, უცხოელი სპეციალისტები ქართველ კოლეგებს გამოცდილებასაც გაუზიარებენ.

გამოგვყევით