logo
Loading data...
მთავარი სოფლის მეურნეობა

სტატია

2025 წლის 8 თვეში, საქართველოს აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტმა $1.1 მლრდ-ს გადააჭარბა

2025 წლის 8 თვეში, საქართველოს აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტმა $1.1 მლრდ-ს გადააჭარბა

1758449381

2025 წლის 31 აგვისტოს მდგომარეობით, საქართველოდან აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტის ღირებულებამ 1 118 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 3.4%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. ძირითადი საექსპორტო პროდუქტებია ალკოჰოლიანი და უალკოჰოლო სასმელები,  კაკლოვანი ხილი, გადამუშავებული კაკლოვანი ხილი  და მოცვი. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. 

ევროკავშირის ქვეყნებში ექსპორტი 18.3 მლნ აშშ დოლარით (19%-ით) გაიზარდა და 113.9 მლნ აშშ დოლარს მიაღწია. ზრდა, ძირითადად, თხილის, ხილისა და ბოსტნეულის წვენების ექსპორტით იყო განპირობებული. თხილის ექსპორტის ღირებულებამ 10.9 მლნ აშშ დოლარით მოიმატა და 33.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო წვენების ექსპორტმა 4.4 მლნ აშშ დოლარით მოიმატა და 6.1 მლნ აშშ დოლარს გაუტოლდა. გარდა ამისა, ევროკავშირში 23.6 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ღვინო გავიდა, რაც 2.1 მლნ აშშ დოლარით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.

გამოგვყევით