logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

ოქტობერფესტი შენს ხელშია - 20-21 სექტემბერს ნამდვილ გერმანულ ფესტივალს ლუდი "ლოვენბრაუ" უმასპინძლებს

ოქტობერფესტი შენს ხელშია - 20-21 სექტემბერს ნამდვილ გერმანულ ფესტივალს ლუდი "ლოვენბრაუ" უმასპინძლებს

1758349680

20-21 სექტემბერს, დედაენის ბაღში, თბილისის ოქტობერფესტი გაიმართება. გერმანული ფესტივალის განწყობას საქართველოში ტრადიციულად „ლოვენბრაუ“ ქმნის. 2 დღის განმავლობაში პარკში ლუდის მოყვარულებს ლუდის გარდა დახვდებათ: ლამაზი გარემო, მუსიკა, მრავალფეროვანი კერძების არჩევანი.

 ფესტივალი 20 სექტემბერს,  13:00 საათიდან დაიწყება, 17:00 საათზე გაიმართება ფესტივალის გრანდიოზული გახსნა, რომლის დროსაც, კომპანიის ხელმძღვანელები და გერმანიის საელჩოს წარმომადგენლები საზეიმოდ გატეხავენ ლუდის კასრს. დღის განმავლობაში სტუმრებისთვის დაუკრავენ Dj-ები Nino Kvantrishvili,Ninshu და Hatsvaliდღის მთავარი კულმინაცია იქნება -  „ლოვენბრაუს“ ფეისბუქ კონკურსის ფინალისტების შეჯიბრი, და შემდეგ გამარჯვებულის დაჯილდოება,რომელსაც  მიუნხენში ოქტობერფესტზე დასწრების პატივი ერგება. საღამო გაგრძელდება Killages შესრულებით.

21 სექტემბერს, ფესტივაის მეორე დღე კვლავ მუსიკითაა დატვირთული: Tobako Tween, Kote Jafaridze, Sandro Jorbenadze და Levi Love Disco შემოგთავაზებენ საუკეთესო DJ სეტებს, ხოლო შუაში LIVE პერფორმანსი - ელენე კალანდაძის  ცცხაი შესრუება  გაამხიარულებს ატმოსფეროს.  

ოქტობერფესტი 200-წლიანი გერმანული ტრადიციაა, რომელიც ლუდის, საკვებისა და კულტურის გლობალურ დღესასწაულად იქცა, სადაც ყოველწლიურად იკრიბებიან ლუდის მოყვარულები მსოფლიოს ყველა კუთხიდან, რათა მიიღონ დაუვიწყარი მიუნხენური გამოცდილება. ოქტობერფესტი ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და სახალხო ფესტივალია, შეიძლება ითქვას მსოფლიოს უდიდესი გამოფენაა, რომელსაც ყოველწლიურად 6 მილიონზე მეტი ადამიანი ესწრება.  „ლოვენბრაუ“ ერთ-ერთია იმ 6 ლუდსახარშს შორის, რომლებსაც ოქტობერფესტში მონაწილეობის უფლება აქვთ. აღსანიშნავია, რომ „ლოვენბრაუ“ ყოველ ოქტობერფესტზე  იყიდება 1810 წლიდან.

გამოგვყევით