logo
Loading data...
მთავარი სოფლის მეურნეობა

სტატია

"2026 წლიდან კვერცხის და ხორცის წარმოება დაახლოებით 3%-ით გაიზრდება" - ზურაბ უჩუმბეგაშვილი

საქართველოში მომავალი წლიდან მეფრინველეობის სექტორში დიდი ალბათობით, ზრდა დაფიქსირდება.  როგორც კომპანია "კუმისის" დამფუძნებელი, მეფრინველეობის განვითარების ასოციაციის ხელმძღვანელი ზურაბ უჩუმბეგაშვილი "ბიზნესპარტნიორთან" აღნიშნავს, მსოფლიოში ცილაზე მოთხოვნა გაზრდილია. შესაბამისად, ქვეყნის მასშტაბით 2026 წლიდან კვერცხის და ხორცის წარმოება დაახლოებით 3%-ით გაიზრდება. 

ზურაბ უჩუმბეგაშვილი სფეროში არსებულ გამოწვევების შესახებაც საუბრობს და ხაზს უსვამს, რომ ერთ-ერთი პრობლემური საკითხი იმპორტირებული საქონელია. "კუმისის" დამფუძნებლის ინფორმაციით, საქართველოში კვერცხის იმპორტის შემცირება ადგილობრივი წარმოების გაძლიერებას გამოიწვევს.

"შემცირებისთვის განსაკუთრებული უარყოფითი მუხტი არ გვაქვს. რაც შეეხება ზრდას მთელს მსოფლიოში და მათ შორის საქართველოში, ცილაზე მოთხოვნა გაზრდილია, შესაბამისად, კვერცხის და ხორცის წარმოება მომავალი წლიდან გაიზრდება. ზოგად ტენდენციას თუ შევხედავთ მაჩვენებელი ყოველწლიურად 3%-ით მატულობს. აღნიშნულ ტემპს მოთხოვნის ზრდას ვუკავშირებ, რითეილ ქსელი (მაღაზიების, სუპერმარკეტების, ან ონლაინ პლატფორმების ერთობლიობა, სადაც ერთი და იმავე ბრენდის პროდუქცია იყიდება) უფრო ორგანიზებული გახდა, პირობითად საქართველოში ქსელური მაღაზიები უფრო მეტია, ამიტომ მომხმარებლის მხრიდან დაინტერესებაც მაღალია. პროგნოზის გაკეთებაც აღარ გვიჭირს... 

რაც შეეხება გამოწვევებს -  არასამართლიანი ფასი გვაქვს ხოლმე დავუშვათ - იმპორტულ პროდუქციაზე ქვეყანაში საერთოდ არ არის კვერცხის იმპორტი საჭირო, რადგან ადგილობრივი წარმოება  მოთხოვნას სრულად აკმაყოფილებს. რა ვიცი, ალბათ, მარცვლეულზეც საქართველოში მაღალი ფასი გვაქვს", - აცხადებს "კუმისის" დამფუძნებელი.

ცნობისთვის, კომპანია "კუმისი" ადგილობრივ ბაზარზე 2005 წლიდან ოპერირებს. თანამედროვე დონეზე აღჭურვილი საწარმოს საქმიანობა ქათმის კვერცხის წარმოებაა. კომპანია 2016 წლიდან ფლობს ISO 22 000 კატეგორიის სერტიფიკატს, რომელიც მენეჯმენტის გამართულ მუშაობას და წარმოებული კვების პროდუქტების უსაფრთხოების ნორმების მკაცრად დაცულობას ადასტურებს.

ეკონომიკა

გამოგვყევით