logo
Loading data...
მთავარი სოფლის მეურნეობა

სტატია

ამბროლაურში ნარჩენების გადამტვირთავი ახალი სადგურის ტერიტორიაზე 100-მდე კვიპაროზი დაირგო

ამბროლაურში ნარჩენების გადამტვირთავი ახალი სადგურის ტერიტორიაზე 100-მდე კვიპაროზი დაირგო

1775631450

ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ნარჩენების გადამტვირთავი ახალი სადგურის ტერიტორიაზე გამწვანების აქცია მოეწყო, რომლის ფარგლებშიც 100-მდე კვიპაროზის ნერგი დაირგო. გამწვანების აქციაში მონაწილეობა საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორმა მიხეილ გოგოლიძემ და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ ალუდა თუთისანმა მიიღეს.

„ამბროლაურის ნარჩენების გადამტვირთავი ახალი სადგურის მშენებლობა დასრულებულია და ოპერირებას უახლოეს პერიოდში დავიწყებთ. სადგური მოემსახურება ამბროლაურისა და ონის მუნიციპალიტეტებს. ობიექტის ექსპლუატაციაში მიღებამდე დარჩენილია მხოლოდ მცირე ტექნიკური დეტალების შემოწმება. ინფრასტრუქტურის მოწყობა უკვე დასკვნით ეტაპზეა - დასრულებულია სავალი გზის მოწყობა, საგზაო ნიშნების მარკირება და მათი მონტაჟი. განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ სადგურის ტერიტორიის გამწვანებას, რადგან გვჯერა, რომ მწვანე გარემო ეკოლოგიური მდგრადობისა და ინფრასტრუქტურული კეთილდღეობის ერთ-ერთი მთავარი საფუძველია“, - აღნიშნა მიხეილ გოგოლიძემ.

პარალელურად, დაწყებულია ამბროლაურის მუნიციპალიტეტში არსებული ძველი ნაგავსაყრელის დახურვისთვის მოსამზადებელი სამუშაობი. ობიექტი, რომელიც ქალაქიდან დაახლოებით 2 კილომეტრში მდებარეობს და 2005 წლიდან ფუნქციონირებს, ემსახურება ამბროლაურისა და ონის მუნიციპალიტეტებს. არსებული მდგომარეობით, მისი ექსპლუატაციის რესურსი ამოწურულია, რის გამოც ნაგავსაყრელი დაიხურება მოქმედი კანონმდებლობისა და გარემოსდაცვითი ნორმების სრული დაცვით.

ახალი გადამტვირთავი სადგურის ამოქმედება და ძველი ნაგავსაყრელის ეტაპობრივი დახურვა მიზნად ისახავს რეგიონში ნარჩენების მართვის სისტემის გაუმჯობესებას და გარემოზე ზემოქმედების შემცირებას.

გამოგვყევით