ქართული ჩაის რამდენიმე მწარმოებელი ერთიან პროდუქტს შექმნის და მას ერთი ბრენდის სახელით — „ჩაის რესპუბლიკა“ — მომხმარებელს სავარაუდოდ 2027 წლიდან შესთავაზებს.
გაერთიანების წევრების განცხადებით, პროექტის მიზანი ქართული ჩაის ცნობადობისა და კონკურენტუნარიანობის გაზრდაა როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზრებზე.
მწარმოებლების გაერთიანების იდეა ქართული ჩაის სექტორის განვითარების ახალ ეტაპს უკავშირდება. მათი შეფასებით, ბოლო წლებში ცალკეულმა მეწარმეებმა ადგილობრივ და გლობალურ ბაზრებზე პოზიციების გაუმჯობესება შეძლეს, ახლა კი ინდუსტრიის წარმომადგენლები საერთო პროდუქტის შექმნას გეგმავენ.
პროექტში მონაწილეობა მწარმოებლების სურვილისა და შესაძლებლობების მიხედვით განისაზღვრება. გაერთიანების წევრების ინფორმაციით, პირველ ეტაპზე კი მისი შეთავაზება ადგილობრივ მომხმარებელზე იქნება ორიენტირებული.
თამარ გაზდელიანი