logo
Loading data...
მთავარი სოფლის მეურნეობა

სტატია

გარდაბნის აღკვეთილის ტერიტორია იზრდება

გარდაბნის აღკვეთილის ტერიტორია იზრდება

1775542501

გარდაბნის აღკვეთილის ტერიტორია იზრდება. შესაბამისი ცვლილებები „დაცული ტერიტორიების შესახებ“ კანონში შედის, რომელიც პარლამენტს გუშინ წარედგინა.

კანონპროექტში აღნიშნულია, რომ გარდაბნის აღკვეთილის ტერიტორია მდ. მტკვრის მარცხენა სანაპიროზე წარმოდგენილი ჭალის ტყის ტერიტორიის ხარჯზე იზრდება.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს განმარტებით, აღნიშნული ტერიტორია ჭალის ტყის ეკოსისტემას წარმოადგენს.

პროექტში ნათქვამია, რომ გარდაბნის აღკვეთილის ფართობი 42,3 ჰა-თი გაიზრდება.

1tv.ge

გამოგვყევით