logo
Loading data...
მთავარი სოფლის მეურნეობა

სტატია

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა ქვემო ქართლში უკანონო ტყითსარგებლობის ფაქტი გამოავლინა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა ქვემო ქართლში უკანონო ტყითსარგებლობის ფაქტი გამოავლინა

1760597231

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მარნეულის მუნიციპალიტეტში, ხე-ტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს.

სოფელ ოფრეთის მიმდებარედ, მოქალაქე, მაღალი გამავლობის ავტოსატრანსპორტო საშუალებით, უკანონოდ მოპოვებული წითელი ნუსხით დაცული - კაკლის სახეობის 8,2 კუბური მეტრი მოცულობის მორის უკანონო ტრანსპორტირებას ახდენდა.

სამართალდარღვევის შედეგად გარემოსთვის მიყენებული ზიანის ოდენობა 11 709 ლარია.

ვინაიდან ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა.

„ბუნებრივი რესურსების დაცვა და უკანონო ტყითსარგებლობის წინააღმდეგ ბრძოლა დეპარტამენტისთვის პრიორიტეტია. ჩვენი ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით უწყვეტ კონტროლს ახორციელებენ, რათა მოხდეს მსგავსი ფაქტების აღკვეთა და გარემოზე ზიანის მიყენების პრევენცია“, -  განაცხადა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსმა ლევან ჯღარკავამ.

გამოგვყევით