logo
Loading data...
მთავარი სოფლის მეურნეობა

სტატია

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება გრძელდება

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება გრძელდება

1786097104

შპს „საქართველოს მელიორაცია“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, სამელიორაციო სისტემის გამართული ფუნქციონირების მიზნით, გაწმენდით სამუშაოებს ახორციელებს.

სოფელ ჭიაურის ტერიტორიაზე დამშრობი კოლექტორის 4 000-მეტრიანი მონაკვეთი ნატანი მასისგან სრულად გაიწმინდა. ამჟამად მიმდინარეობს ამოღებული გრუნტის მოსწორების სამუშაოები, რის შემდეგაც პროექტით გათვალისწინებული საექსპლუატაციო ღონისძიებები სრულად დასრულდება.

სამუშაოების შედეგად, 90 ჰექტარ ფართობზე არსებული ტბორებისთვის წყლის მიწოდების პირობები გაუმჯობესდება, რაც წყალმომხმარებლებს წყლის რესურსის ეფექტიანად გამოყენების შესაძლებლობას მისცემს.

გამოგვყევით