logo
Loading data...
მთავარი სოფლის მეურნეობა

სტატია

"მიმდინარე რეფორმის მიზანია ქართული ღვინო გამორჩეულად მაღალი ხარისხის გახდეს" - ლევან მეხუზლა

"მიმდინარე რეფორმის მიზანია ქართული ღვინო გამორჩეულად მაღალი ხარისხის გახდეს" - ლევან მეხუზლა

1774352021

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლამ  მწარმოებლებთან შეხვედრაზე  ღვინის ხარისხის სრულყოფის მიზნით მიმდინარე რეფორმაზე ისაუბრა.

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ჭარბი მოსავლის შემთხვევაში, თუ კერძო სექტორი არ გამოხატავს ყურძნის შესყიდვის ინტერესს, სახელმწიფოს მხრიდან 1 კგ ყურძნის შესასყიდად განისაზღვრა შემდეგი ფასები: "ვაზისა და ღვინის შესახებ" საქართველოს კანონით ნებადართული ვაზის ჯიშებისგან მოწეული ყურძენი: შაქრიანობა აღემატება 20%-ს - 1,30 ლარი; შაქრიანობა 17%-დან-20%-მდე - 80 თეთრი, შაქრიანობა არ აღემატება 17-%-ს - 30 თეთრი; რაც შეეხება საფერავს: შაქრიანობა აღემატება 22%-ს - 1,50 ლარი, შაქრიანობა 17%-დან - 22%-მდე - 90 თეთრი, შაქრიანობა არ აღემატება 17-%-ს - 30 თეთრი.

ამასთან ერთად, "ვაზისა და ღვინის შესახებ" საქართველოს კანონში შესული ცვლილებებით,  მიმდინარე წლის 1 მაისიდან სამეწარმეო ვენახის გაშენებაზე თანხმობას სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტო გასცემს. სამეწარმეო ვენახების გაშენებაზე თანხმობის მიღება დასჭირდებათ იმ პირებს, რომლებიც მიმდინარე წლის 1 მაისის შემდგომ პერიოდში გადაწყვეტენ კომერციული მიზნებისთვის ვენახის გაშენებას.

ყველა ვთანხმდებით, რომ ღვინის ხარისხი იწყება ვენახიდან და ყურძნიდან.  მომავალი განვითარებისთვის სხვა ალტერნატივა არ გაგვაჩნია - მხოლოდ და მხოლოდ ხარისხი. რთველის დროს ყურძნის ხარისხის მიხედვით ფასთა სხვაობა გასულ წელს უკვე დავნერგეთ. გამოცდილებამ გვიჩვენა, რომ მეტი აქცენტია გასაკეთებელი ხარისხთან მიმართებაში. ყველამ უნდა გავაცნობიეროთ საკუთარი პასუხისმგებლობა დარგის მომავლის წინაშე, ხარისხიანი ღვინის წარმოებისთვის ვიზრუნოთ ვენახსა და  მაღალი ხარისხის ყურძნის მოყვანაზე“, - აღნიშნა ლევან მეხუზლამ.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო გასულ წლებში დანერგილ სიახლეებს, რომლებიც დადებითად აისახა ყურძნის ჩაბარების პროცესზე, კერძოდ, ელექტრონული სასწორებს, რომელმაც ყურძნის აწონვის პროცესი გაამარტივა და უფრო სანდო გახადა. 

ღვინის ეროვნულ სააგენტოში მწარმოებლებთან გამართული შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

"საქართველოში კაპიტალის ბაზრის განვითარება მნიშვნელოვნად დაჩქარდა - გასულ წელს მიმოქცევაში არსებული საჯარო კორპორაციული ობლიგაციების მოცულობამ ₾2.7 მლრდ-ს მიაღწია" - ნათია თურნავა

"საქართველოში კაპიტალის ბაზრის განვითარება მნიშვნელოვნად დაჩქარდა - გასულ წელს მიმოქცევაში არსებული საჯარო კორპორაციული ობლიგაციების მოცულობამ ₾2.7 მლრდ-ს მიაღწია" - ნათია თურნავა

გამოგვყევით