logo
Loading data...
მთავარი ფინანსები

სტატია

"მოლოდინი გვაქვს, რომ ეროვნული ბანკი რეფინანსირების განაკვეთს არსებულ მაჩვენებელზე შეინარჩუნებს" - დავით რუსია

იმ გაურკვევლობის ფონზე რაც რეგიონში და მსოფლიოში არსებობს, მოლოდინი გვაქვს, რომ ეროვნული ბანკი რეფინანსირების განაკვეთს არსებულ მაჩვენებელზე შეინარჩუნებს.“- ამის შესახებ საბანკო ასოციაციის ანალიტიკურმა დირექტორმა „ბიზნესპარტნიორთან“ საუბრისას განაცხადა. დავით რუსიას თქმით, საბანკო სექტორის სურვილი საკრედიტო რესურსის გაიაფებაა, თუმცა მისივე განმარტებით, ამჟამად ამის ალბათობა დაბალია.

„ჩვენი სურვილია, რა თქმა  უნდა, რომ რეფინანსირების განაკვეთი შემცირდეს, თუმცა ვფიქრობთ, რომ პირველ კვარტალს უცვლელი რეფინანსირების განაკვეთით ჩავამთავრებთ.“- აღნიშნა დავით რუსიამ.

ცნობისთვის, ხვალ ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომას გამართავს და რეფინანსირების განაკვეთზე იმსჯელებს. საინვესტიციო ბანკებსა და  საფინანსო სექტორის წარმომადგენლებს მოლოდინი აქვთ, რომ საპროცენტო განაკვეთები ისევ უცვლელად, 8%-იან ნიშნულზე შენარჩუნდება. ანალიტიკოსებმა უკვე გადახედეს გრძელვადიან  პროგნოზებსაც. მათი შეფასებით, ახლო აღმოსავლეთში არსებული დაძაბულობა გლობალურ ეკონომიკურ პროცესებზე, მათ შორის საქართველოზეც, მნიშვნელოვან გავლენას ახდენს. შესაბამისად, შექმნილმა ვითარებამ ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელთან მიახლოებისა და რეფინანსირების განაკვეთის შემცირების მოლოდინები დროში გადაწია.

აღსანიშნავია, რომ გასულ კვირაში ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალურმა რეზერვმა, მონეტარული პოლიტიკის უცვლელად დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. საპროცენტო განაკვეთები არსებულ დონეზე შეინარჩუნა ევროპის ცენტრალურმა ბანკმაც.

გამოგვყევით