ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის ივლისის თვეში სამართალდარღვევის 48 ფაქტი გამოავლინეს, საიდანაც 41 ფაქტი ხე-ტყის უკანონო მოპოვების, მათ შორის ტრანსპორტირების ფაქტია.
ჯამში ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული სხვადასხვა სახეობის 46 კუბურ მეტრამდე საშეშე და სამასალე მექრანი, რომელიც სატეო სააგენტოს „საქმიან ეზოებში“ დასაწყობდა. ქვეყნის მასშტაბით, ხე-ტყის უკანონოდ მოპოვების ფაქტებიდან 10 - სამართალდარღვევა გამოვლენილია იმერეთში, 4 - სამცხე-ჯავახეთში, 1 - რაჭა -ლეჩხუმ ქვემო სვანეთში, 8 - ქვემო ქართლის რეგიონში, 4 - გურიაში, 4 - სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, 7 - კახეთში, ხოლო 3 - შიდა ქართლის რეგიონში.
ასევე, სახელმწიფო ტყის თვითნებურად დაკავების 5 ფაქტია გამოვლენილი: მცხეთა-მთიანეთის, გურიის, შიდა ქართლის, კახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებში. ასევე გამოვლენილია 2 დაურეგისტრირებელი სახერხი საამქრო სამცხე-ჯავახეთისა და იმერეთის რეგიონში.
ქვეყნის მასშტაბით, ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლების მიერ, პირველი შვიდი თვის განმავლობაში გამოვლენილია ხე-ტყის უკანონო მოპოვების 439 ფაქტი.