logo
Loading data...
მთავარი სოფლის მეურნეობა

სტატია

"მოცვი ის ნიშური პროდუქტია, რომელიც საერთაშორისო ბაზრებზე ჩვენს პოზიციებს აძლიერებს" - გიორგი დარჩია

მოცვი ერთ-ერთი ის ნიშური და მაღალხარისხიანი პროდუქტია, რომელიც საერთაშორისო ბაზრებზე ჩვენს პოზიციებს აძლიერებს, - ამის შესახებ სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა გიორგი დარჩიამ გადაცემა "ბიზნესპარტნიორში" განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, სოფლის განვითარების სააგენტო მწარმოებლებს აქტიურ მხარდაჭერას უწევს და სწორედ აქედან გამომდინარე, წელს, შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამაში მოცვის კულტურაც დაემატა, რაც მწარმოებლებს ბიზნესის განვითარებაში კიდევ უფრო დაეხმარება. 

"სოფლის განვითარების სააგენტოს დახმარებები მოცვის კულტურაზეც ფოკუსირებულია. მიმდინარე წელს საექსპორტო გაყიდვებმა 29 მლნ შეადგინა. წელს 4 000 ტონაზე მეტი არის უკვე ექსპორტირებული, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 9%-ით მეტია.

გარდა ამისა, ჩვენ შეღავათიანი აგროკრედიტის  პროგრამაში ეს კომპონენტი ჩავამატეთ. "დანერგე მომავლის" პროგრამაში მოცვის კულტურა ისედაც არის, ფერმერებს მოცვის გაშენება შეუძლიათ. მაგრამ შეღავათიანი აგროკრედიტი ძირითადად კაპიტალური ხარჯების დაფინანსებასთან დაკავშირებულ სესხების პროცენტის დაფინანსებას ითვალისწინებს. აქ საოპერაციო ხარჯებზეა საუბარი, მათ შორის, სასუქები, სამუშაო ძალის დაქირავება, აგროტექნიკის დაქირავება და სხვა. ყველა საოპერაციო ხარჯი 12 თვის განმავლობაში სოფლის განვითარების სააგენტოს მიერ სესხის 9%-ის ოდენობით დაფინანსდება. აღნიშნული გადაწყვეტილება მოცვის მწარმოებლებს საოპერაციო ხარჯების დაფარვაში დაეხმარება", - აცხადებს გიორგი დარჩია.

გამოგვყევით