logo
Loading data...
მთავარი სოფლის მეურნეობა

სტატია

მსოფლიო ბანკის წარმომადგენელმა შავღელეს სადრენაჟო სისტემის მოდერნიზაციის პროექტი წარადგინა

მსოფლიო ბანკის წარმომადგენელმა შავღელეს სადრენაჟო სისტემის მოდერნიზაციის პროექტი წარადგინა

1774610823

ხობის მუნიციპალიტეტში გამართულ შეხვედრაზე მსოფლიო ბანკის წარმომადგენელმა შავღელეს სადრენაჟო სისტემის მოდერნიზაციის პროექტი წარადგინა.

პროექტის განხორციელების შედეგად, 700 ჰექტარ სახნავ-სათესი მიწის ფართობზე მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება დრენაჟის სერვისები, რაც დადებითად აისახება სასოფლო-სამეურნეო წარმოებაზე.
შავღელეს დამშრობი სისტემა ხობის მუნიციპალიტეტში მდებარეობს და წარმოადგენს მაღალი პოტენციალის მქონე ზონას, რომლის განვითარებას ამჟამად დრენაჟის დეფიციტი აფერხებს.

დაგეგმილი სამუშაოების ფარგლებში მოეწყობა სატუმბი სადგური, გაიწმინდება მაგისტრალური და მეორე რიგის სადრენაჟე არხები, კოლექტორები და ორნატები. ასევე, დაგეგმილია ჰიდროტექნიკური ნაგებობების (მილ-ხიდებისა და ხიდების) რეაბილიტაცია.

საქართველოს პარლამენტის სოფლის მეურნეობის კომიტეტის გასვლითი სხდომის ფარგლებში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალური დირექტორი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ასევე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის, ადგილობრივი ხელისუფლებისა და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები.
პროექტი მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და 2029 წლისთვის დასრულდება.

გამოგვყევით