logo
Loading data...
მთავარი სოფლის მეურნეობა

სტატია

ქართული ღვინის წარდგენა იაპონიის ქალაქ სენდაიში გაიმართა

ქართული ღვინის წარდგენა იაპონიის ქალაქ სენდაიში გაიმართა

1775720710

ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით და სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანიის Red Bridge-ის ორგანიზებით, იაპონიაში,  მიაგის პრეფექტურის ადმინისტრაციულ ცენტრში, სენდაიში ქართული ღვინის დეგუსტაცია-სემინარი გაიმართა.

ქართული ღვინის დეგუსტაცია-სემინარები, ე.წ. Road Show იაპონიის ქალაქებში - საპორო, სენდაი და ტოკიო, 7-13 აპრილ პერიოდში იმართება.

სენდაიში ქართული ღვინის წარდგენას Red Bridge-ის ხელმძღვანელი, ღვინის მაგისტრი კენიჩი ოჰაში უძღვებოდა, რომელმაც ქართული ღვინის შესახებ პრეზენტაცია წარადგინა. პრეზენტაცია მოიცავდა ინფორმაციას ქართული მეღვინეობის მრავალსაუკუნოვანი ისტორიის, ტრადიციების, ვაზის ძირითადი ჯიშებისა და თანამედროვე ქართული ღვინის ინდუსტრიის განვითარების შესახებ.

იაპონია ქართული ღვინის ერთ-ერთ სტრატეგიულ საექსპორტო ბაზარს წარმოადგენს. 2025 წელს აღნიშნულ ბაზარზე ექსპორტირებული იყო 200 ათას ლიტრამდე ქართული ღვინო, რაც 42%-ით აღემატება 2024 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.

იაპონიის ბაზარი გამოირჩევა მაღალი ხარისხის პროდუქციისადმი განსაკუთრებული მოთხოვნითა და ავთენტური, განსხვავებული გემოებისადმი მზარდი ინტერესით. შესაბამისად, აღნიშნული აქტივობები ხელს უწყობს როგორც ექსპორტის ზრდას, ასევე წარმოების სტანდარტებისა და მარკეტინგული სტრატეგიები დახვეწას,  რაც გრძელვადიან პერსპექტივაში აძლიერებს ქართული ღვინის კონკურენტუნარიანობას საერთაშორისო ბაზარზე.

გამოგვყევით