logo
Loading data...
მთავარი სოფლის მეურნეობა

სტატია

ქვემო ალაზნის მაგისტრალურ არხზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს

ქვემო ალაზნის მაგისტრალურ არხზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს

1766042347

სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მიზნით, შპს „საქართველოს მელიორაცია“ გურჯაანის მუნიციპალიტეტში, ქვემო ალაზნის მაგისტრალურ არხზე გაწმენდით სამუშაოებს ახორციელებს. ამ ეტაპზე მიმდინარეობს არხის 4 კილომეტრიანი მონაკვეთის წმენდა ხე-ბუჩქნარისა და დანალექი გრუნტისგან.

"სამუშაოების დასრულების შემდეგ, მაგისტრალურ არხში წყლის შეუფერხებლად გადინება მოხდება და სასოფლო-სამეურნეო სავარგულებზე წყლის ეფექტიანი მიწოდება უზრუნველყოფილი იქნება.

„საქართველოს მელიორაცია“ ეტაპობრივად აგრძელებს სარწყავი ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას, რომლის მიზანიც მელიორირებული ფართობების გაზრდაა,"-ნათქვამია "საქართველოს მელიორაციას" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

გამოგვყევით