logo
Loading data...
მთავარი სოფლის მეურნეობა

სტატია

სახელმწიფო აგრძელებს ფერმერების მხარდაჭერას სარწყავი წყლის ტარიფის სუბსიდირებით

სახელმწიფო აგრძელებს ფერმერების მხარდაჭერას სარწყავი წყლის ტარიფის სუბსიდირებით

1771855071

2025 წელს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკი) განსაზღვრა საირიგაციო წყლის მიწოდების ახალი ტარიფი:

ა) წყალმომხმარებელთა ორგანიზაციისთვის წყლის საბითუმო მიწოდების საფასური შეადგენს -0.0354 ლარი/მ3;

ბ) წყალმომხმარებლებისთვის (გარდა იმ მომხმარებლისა,რომლებიც წყალს მოიხმარენ ელექტროენერგიის წარმოების მიზნებისთვის) წყლის საცალო მიწოდების საფასური შადგენს -0.0826 ლარი/მ3;

გ) გაუმრიცხველიანებელი სხვა წყალმომხმარებლისთვის (პროფილური) წყლის საცალო მიწოდების საფასური, ერთწლოვანი კულტურებისთვის შეადგენს -116.5 ლარი/ჰექტარი/ერთი მორწყვის ოპერაცია;

დ) გაუმრიცხველიანებლი სხვა წყალმომხმარებლისთვის(პროფილური) წყლის საცალო მიწოდების საფასური,მრავალწლოვანი კულტურებისთვის შეადგენს - 102 ლარი/ჰექტარი/ერთი მორწყვის ოპერაცია.

სოფლის მეურნეობის სექტორის მხარდაჭერა მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია. აღსანიშნავია, რომ შეცვლილი ტარიფი ფერმერებს ტვირთად მნიშვნელოვნად არ დააწვებათ, რადგან  სახელმწიფო დგას ფერმერების გვერდით  და  მათ ტარიფთან პირისპირ მარტო არ ტოვებს.

რეალურად ტარიფი არ გაზრდილა - ხარჯი ყოველთვის არსებობდა, თუმცა მას ფარავდა სახელმწიფო. იცვლება სუბსიდირების მიდგომა თუ აქამდე სუბსიდირება მიმართული იყო საქართველოს მელიორაციისკენ, ამიერიდან ფინანსური მხარდაჭერა უშუალოდ ფერმერებზე იქნება ორიენტირებული.

ახალი მიდგომა ამ ხარჯს ხდის გამჭვირვალეს და სამართლიანს. საირიგაციო წყლის ხელმისაწვდომობა სასოფლო-სამეურნეო წარმოების ერთ-ერთი მთავარი საფუძველია. სწორედ ამიტომ, ახალი ტარიფის პირობებში უზრუნველყოფილია, რომ ფერმერებმა არ იგრძნონ ფინანსური წნეხი და შეუფერხებლად შეძლონ მიწების დამუშავება.

საირიგაციო მომსახურების მისაღებად ფერმერებმა უნდა მიმართონ ადგილობრივ სერვისცენტრებს და შეავსონ განაცხადი, რომელშიც, საირიგაციო სისტემაში არსებული

წყლის რესურსების გათვალისწინებით, მითითებული იქნება მათთვის სასურველი მორწყვის რეჟიმები და პერიოდები. ეს პროცესი უზრუნველყოფს წყლის მიწოდების ეფექტიან დაგეგმვას, რესურსების რაციონალურ გამოყენებასა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას. ამასთან, დამატებითი ინფორმაციისა  და შეკითხვებზე პასუხების მისაღებად საქართველოს მელიორაციაში ფუნქციონირებს 24-საათიანი ცხელი ხაზი, რომელიც ფერმერებს სრულ მხარდაჭერას გაუწევს როგორც განაცხადის პროცესში, ისე მომსახურების მიღების ეტაპზე.

 

 

გამოგვყევით