logo
Loading data...
მთავარი სოფლის მეურნეობა

სტატია

სოფელ კარალეთში ფრინველთა ორი არალეგალური სასაკლაო გამოვლინდა - სეს

სოფელ კარალეთში ფრინველთა ორი არალეგალური სასაკლაო გამოვლინდა - სეს

1771403035

სურსათის ეროვნული სააგენტოს (სეს)  შიდა ქართლის დეპარტამენტის ინსპექტორებმა გორის მუნიციპალიტეტში ფრინველთა ორი არალეგალური სასაკლაო გამოავლინეს.

სოფელ კარალეთში მდებარე შპს ,,კარა 1980-სა“ და ინდმეწარმე ნ. გ.-თან განხორციელებული არაგეგმური ინსპექტირების შედეგად დადგინდა, რომ ბიზნესოპერატორები საქმიანობდნენ ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა და სააგენტოსაგან მინიჭებული სავალდებულო აღიარების გარეშე. ორივე ობიექტზე გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები, შპს ,,კარა 1980-ში“ დაილუქა საეჭვო წარმომავლობის მწყერის ხორცი, ხოლო ინდმეწარმე ნ. გ.-ის სასაკლაოზე - ქათმის ხორცი.

გამოვლენილ დარღვევებზე გატარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები - ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ და შეუსაბამობების აღმოფხვრამდე შეუჩერდათ საწარმოო პროცესი.

სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს ბიზნესოპერატორებს, დროულად გაიარონ აღიარებისთვის სავალდებულო პროცედურები და სურსათის წარმოება/გადამუშავება/რეალიზაციის დროს დაიცვან უვნებლობის მოთხოვნები. 

გამოგვყევით