logo
Loading data...
მთავარი სოფლის მეურნეობა

სტატია

სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის ვეტერინარულ კლინიკების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის ვეტერინარულ კლინიკების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

1771400517

სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის ვეტერინარულ კლინიკების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო შინაური ბინადარი ცხოველების ჯანმრთელობის დაცვის მნიშვნელობის გაძლიერებასა და, დაავადებების შემთხვევაში, სწორი და დროული დიაგნოსტიკის საკითხებს. ხაზი გაესვა ცხოველთა პარაზიტოლოგიურ დაავადებებს, რომელთაც პრაქტიკაში ხშირად არასაკმარისი ყურადღება ექცევა, ასევე ინფექციურ დაავადებებს, მათ შორის ზოონოზურ ინფექციებს, რომლებიც საფრთხეს უქმნის როგორც ცხოველთა, ასევე, ადამიანის ჯანმრთელობას.

მინისტრის მოადგილე ლაშა ავალიანმა ვეტერინარული კლინიკების წარმომადგენლების საჭიროებები მოისმინა და განმარტა, რომ სამინისტრო მუშაობს აღნიშნული მიმართულებით სიახლეების დანერგვაზე.

ყურადღება გამახვილდა ლაბორატორიასა და ვეტერინარულ სექტორს შორის ეფექტიანი თანამშრომლობის მნიშვნელობაზე. აღინიშნა, რომ მსგავსი ტიპის სამუშაო შეხვედრები რეგულარულად უნდა გაიმართოს, რათა მოხდეს გამოცდილების გაზიარება, სიახლეების გაცნობა და პროფესიული თანამშრომლობის გაღრმავება. ვეტერინარული კლინიკების წარმომადგენლებმა სამომავლოდ მეტად აქტიური თანამშრომლობის სურვილი გამოთქვეს.

შეხვედრის ფარგლებში, კლინიკების წარმომადგენლებმა ცხოველთა დაავადებების დიაგნოსტიკის ლაბორატორია დაათვალიერეს, ინფორმაცია მიიღეს უახლესი  კვლევების და მათი ჩატარების მეთოდოლოგიაზე.

სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში ვეტერინარული კლინიკების წარმომადგენლებთან გამართულ სამუშაო შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლაშა ავალიანი, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის დირექტორი ირაკლი გულედანი და ლაბორატორიის წამყვანი სპეციალისტები ესწრებოდნენ.

გამოგვყევით