logo
Loading data...
მთავარი სოფლის მეურნეობა

სტატია

თიანეთის სატყეო უბანზე, სახელმწიფო ტყის თვითნებურად დაკავების ფაქტი გამოვლინდა - ეროვნული სატყეო სააგენტო

თიანეთის სატყეო უბანზე, სახელმწიფო ტყის თვითნებურად დაკავების ფაქტი გამოვლინდა - ეროვნული სატყეო სააგენტო

1777962493

მცხეთა-მთიანეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა, თიანეთის სატყეო უბანზე, სახელმწიფო ტყის თვითნებურად დაკავების ფაქტი გამოავლინეს. ამის შესახებ ინფორმაციას  ეროვნული სატყეო სააგენტო ავრცელებს. 

სამართალდამრღვევმა ჯამში 16 კუბური მეტრი სამასალე და 55 კუბური მეტრამდე საშეშე მერქანი უნებართვოდ  მოწყობილ ბაქანზე განათავსა. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ შედგა სამართალდარღვევის შესაბამისი დოკუმენტაცია, ხოლო  მერქანი შემდგომი განკარგვის მიზნით გადატანილია თიანეთის საქმიან ეზოში.

“გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი უწყებები სამართალდარღვევების გამოვლენისა და აღკვეთის მიზნით, პატრულირებას როგორც ცოცხალი ძალით,  ასევე თანამედროვე ტექნოლოგიური საშუალებებით ახორციელებენ. ტყეში განთავსებული ვიდეოხაფანგებისა და დრონების გამოყენებით მინიმუმამდე იქნება დაყვანილი ტყით უკანონოდ სარგებლობის ფაქტები” - აღნიშნა ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილემ, გიორგი მიქელაძემ.

გამოგვყევით