logo
Loading data...

Biliki AI - მსოფლიოში პირველი პერსონალიზირებული ეკო-მოგზაურობის პლატფორმა

Biliki AI - მსოფლიოში პირველი პერსონალიზირებული ეკო-მოგზაურობის პლატფორმა

1699724880

ქართულმა სტარტაპმა სრულიად ახალი,  ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული პროდუქტი Biliki AI წარადგინა.

როგორც სტარტაპი biliki- თანადამფუძნებელი თორნიკე ცირამუა სოციალურ ქსელში წერს, ეს იქნება პირველი ქართული და მსოფლიოში ერთადერთი გლობალური ეკო-მეგობრული მოგზაურობის პერსონალიზებული პლატფორმა.

პლატფორმა ჯერ საწყის ეტაპზეა, მხოლოდ Beta ვერსიაა, ვაპირებთ ბრენდინგზე მუშაობას.

პლატფორმაზე: შეგყავთ მიმართულება, სადაც გსურთ გამგზავრება, ბიუჯეტი და ხანგრძლივობა. Biliki AI 30 წამში დააგენერირებს თქვენზე მორგებულ ეკო-მეგობრულ ტურს და თქვენთვის შეარჩევს ეკო-მეგობრულ და მდგრად სასტუმროებს.

ჩვენი ხედვაა, მოგზაურობა გავხადოთ ეკო-მეგობრული და დავიცვათ ჩვენი პლანეტა, მდგრადი და პერსონალიზირებული მოგზაურობით. თუკი მოგზაურობას გადაწყვეტთ, ვენეციაში, პარიზში, ბალიზე, ტოკიოში თუ რიო დე ჟანეიროში Biliki AI გაგიწევთ მეგზურობას.“- წერს თორნიკე ცირამუა.

მაკა ქოჩლაძე

გადაცემები

info@bp.ge

+995595334912

გამოგვყევით