logo
Loading data...
მთავარი სტარტაპი

სტატია

GITA-ს ორგანიზებით, კახეთში სტუდენტებისათვის ტექნოლოგიური ბანაკი გაიმართება

GITA-ს ორგანიზებით, კახეთში სტუდენტებისათვის ტექნოლოგიური ბანაკი გაიმართება

1724142250

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს და თელავის, ახმეტის, გურჯაანის ტექნოპარკების ორგანიზებით და ასევე, კახეთის რეგიონის 6 მუნიციპალიტეტის მერიის (ახმეტა, თელავი, დედოფლისწყარო, ლაგოდეხი, საგარეჯო, ყვარელი) მხარდაჭერით, 9-13 სექტემბერს „კახეთის ტექნოლოგიური ბანაკი სტუდენტებისთვის“ გაიმართება.

ბანაკის მიზანია კახეთის რეგიონის წამყვან ეკონომიკურ დარგებში, სოფლის მეურნეობასა და სტუმარმასპინძლობის სექტორებში ინოვაციური გადაწყვეტებისა და ახალი ტექნოლოგიების მიმართულებით ცნობიერების ამაღლება, რეგიონის მასშტაბით წარმატებული სტუდენტების სტარტაპ საქმიანობით დაინტერესება, სტუდენტებს შორის მყარი სამომავლო კავშირების გაჩენა და მათთვის GITA-ს არსებული პროგრამების, მათ შორის კახეთის რეგიონული ტექნოპარკების ბენეფიტებისა და დაფინანსების წყაროების შესახებ ინფორმირებულობის დონის გაზრდა.

ბანაკში მონაწილეობას მიიღებს კონკურსის წესით შერჩეული 50 სტუდენტი, კახეთის 8 მუნიციპალიტეტიდან.

პროექტის განმავლობაში მონაწილეებს ჩაუტარდებათ ლექცია-სემინარები, ვორქშოპები, გუნდური სამუშაოები. კონკრეტულად კი, გაეცნობიან ინოვაციურ და ტექნოლოგიურ მეწარმეობასა და კახეთის წამყვანი დარგების ტექნოლოგიური/ინოვაციური განვითარების პოტენციალს. მონაწილეები მოისმენენ რეალური სტარტაპების წარმატების გზას, რის შემდგომაც მენტორებთან ერთად იმუშავებენ სტარტაპის შექმნისა და განვითარების რეალურ გზებზე. ბანაკის ფარგლებში მონაწილეები დაიყოფიან 2 თემატურ ჯგუფად: 1. აგრო ტექნოლოგიები 2. სტუმარმასპინძლობის სექტორი და ტექნოლოგიები.

ტრენინგების გავლის შემდეგ მონაწილეები შეძლებენ ახალი ინოვაციური სამეწარმეო საქმიანობის დაწყებას, საკუთარ სამეწარმეო საქმიანობაში ინოვაციური და ტექნოლოგიური ელემენტების დანერგვას.

რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია შემდეგ ბმულზე

პროექტის განმახორციელებელია შპს „ქლევერტონი“.

გამოგვყევით