logo
Loading data...
მთავარი სტარტაპი

სტატია

GITA -ს თავმჯდომარემ ავთანდილ კასრაძემ სლოვაკეთის რესპუბლიკის ელჩს საქართველოში მატუშ ბუშოვსკის უმასპინძლა

GITA -ს თავმჯდომარემ ავთანდილ კასრაძემ სლოვაკეთის რესპუბლიკის ელჩს საქართველოში მატუშ ბუშოვსკის უმასპინძლა

1718884048

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ ავთანდილ კასრაძემ  და სააგენტოს წარმომადგენლებმა, თბილისის ტექნოპარკში, სლოვაკეთის რესპუბლიკის  ელჩს საქართველოში მატუშ ბუშოვსკის უმასპინძლეს.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ავთანდილ კასრაძემ სტუმრებს GITA 2.0 - ის ახალი მიმართულებები და  სამთავრობო პრიორიტეტები გააცნო. მხარეებმა განიხილეს ერთობლივი თანამშრომლობის შესაძლებლობები. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ერთობლივ სამუშაო პროცესზე, რომელიც გულისხმობს R&D ხარჯების მაქმიმალურ წახალისებას ახალი ინოვაციური პროდუქტების შესაქმნელად ეკონომიკის ყველა სფეროში.

გამოგვყევით