logo
Loading data...
მთავარი სტარტაპი

სტატია

რა საგადასახადო შეღავათები წესდება სტარტაპებისთვის - GITA-მ სამომავლო გეგმების პრეზენტაცია გამართა

საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ (GITA) განვლილი 10 წლის შედეგები შეაჯამა და სამომავლო გეგმების პრეზენტაცია გამართა.

სააგენტოს თავმჯდომარემ ავთანდილ კასრაძემ რამდენიმე მნიშვნელოვან სიახლეზე ისაუბრა, მათ შორის, ინოვაციურ მცირე და საშუალო მეწარმეს ნებისმიერი არენდით დანახარჯის 30% შეუძლია სახელმწიფოსგან გრანტის სახით უკან დაიბრუნოს.

მხოლოდ ინოვაციური სტარტაპის სტატუსით არ ვკმაყოფილდებით - ჩვენ ყველა სექტორში გვინდა ინოვაციები შევიტანოთ. ჩვენ ასევე, განვსაზღვრავთ ინოვაციურ მცირე და საშუალო საწარმოს სტატუსს, რომელიც ასევე მნიშვნელოვან საგადასახადო მხარდაჭერას მიიღებენ. კვლევებსა და განვითარებაში დახარჯულ თანხაზე შეუძლიათ 500%-ით ჩაითვალონ  და გამოქვითონ მოგების გადასახადიდან. ასევე, ჩვენ შემოგვაქვს მესამე სტატუსი - ეს არის ექსკლუზიურად კვლევებსა და განვითარებაზე ორიენტირებული ე.წ. არენდი კომპანიებისთვის. ასეთი სტატუსის მქონე კომპანიები გათანაბრდებიან საერთაშორისო  ტექნოლოგიური კომპანიების სტატუსთან და ისინი ისარგებლებენ 5%-იანი საგადასახადო რეჟიმით როგორც მოგების, ისე საშემოსავლო ნაწილში“, - განაცხადა ავთანდილ კასრაძემ.

გარდა ამისა, აღნიშნულ ღონისძიებაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ განისაზღვრება ინოვაციური სტარტაპის სტატუსი, რომლის მქონე კომპანიებს გადასახადები გაუნულდებათ.

კობახიძის თქმით, შესაბამისი კანონპროექტი საქართველოს მთავრობის მიერ უახლოეს მომავალში დაინიცირდება.

ინოვაციური ეკოსისტემის შემდგომი გაძლიერებისთვის ძალზე მნიშვნელოვანია ახალი ინიციატივები. მათ შორის, მინდა გამოვყო გადაწყვეტილება, რომელიც აუცილებლად ძალიან მნიშვნელოვან როლს შეასრულებს სისტემის განვითარებაში -  საქართველოში განისაზღვრება ინოვაციური სტარტაპის სტატუსი და ამ სტატუსის მქონე კომპანიებს 3 წლის განმავლობაში ყველა გადასახადი გაუნულდება. შესაბამისი კანონპროექტი უახლოეს მომავალში დაინიცირდება საქართველოს მთავრობის მიერ“, - განაცხადა კობახიძემ.

გამოგვყევით