Skillwill-ის წარმატებული კურსდამთავრებულების ისტორიები - მოზარდები, რომლებიც ჯერ კიდევ სკოლაში სწავლობენ, უკვე ტექნოლოგიური სამყაროსკენ დგამენ პირველ ნაბიჯებს - როგორ გაუჩნდათ ახალი ინტერესი, რა უნარები შეიძინეს და როგორია მათი გეგმები ციფრულ მომავალში? - პასუხები „ბიზნესპარტნიორის“ ყოველკვირეულ რუბრიკაში - „ისწავლე, რაც მართლა გამოგადგება“. რუბრიკის შემდეგი სტუმარია თამარ ხუბუა - IT პროექტების მართვისა და ანალიზის კურსდამთავრებული.
"ტექნოლოგიები პატარაობიდან მომწონდა, ხშირად ვეჯექი კომპიუტერს, ვუყურებდი როგორ აწყობენ პატარა სტარტაპებს და დამაინტერესა. მას შემდეგ, რაც სენაკში ტექნო პარკი გაიხსნა, დავესწარი 3D მოდელირების კურსს, რამაც გამიღრმავა ამ სფეროში ცოდნა. ერთ-ერთ მენტორშიფზე გავიგე Skillwill-ის შესახებ, შევისწავლე მათი კურსები და ამოვირჩიე ჩემთვის სასურველი - აიტი პროექტების მართვა და ანალიზი.
შევისწავლე სხვადასხვა მეთოდოლოგია, როგორ ხდება სტარტაპების დაგეგმვა. ასევე, ვისწავლე, თუ როგორ ვიმუშაო გუნდთან ერთად და როგორ დავეხმარო მათ. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი უნარ-ჩვევა რაც გამოვიმუშავე არის გუნდური მუშაობა, რადგან ჩემთვის ძალიან უცხო იყო უცნობ ხალხთან დაკავშირება, მით უმეტეს, ონლაინ სივრცეში. ვფიქრობ ამ უნარების ჰქონდა ძალიან მნიშვნელოვანია მომავალი მენეჯერისთვის.
ვფიქრობ, ამ მხრივ, სრულიად დავეუფლე ამ პროფესიას და მინდა სამომავლოდ გავაგრძელო მუშაობა უშუალოდ ჩემს სტარტაპზე, ჩემს გუნდელებთან ერთად,"-აცხადებს თამარ ხუბუა.