logo
Loading data...
მთავარი ტექნოლოგიები

სტატია

"ტექ. სფეროში შემოსვლისთანავე მივხვდი, რომ ჩემი ადგილი ვიპოვე" - Skillwill Georgia-ს პროექტის - "ისწავლე, რაც მართლა გამოგადგება" წარმატებული კურსდამთავრებული

"ტექ. სფეროში შემოსვლისთანავე მივხვდი, რომ ჩემი ადგილი ვიპოვე" - Skillwill Georgia-ს პროექტის - "ისწავლე, რაც მართლა გამოგადგება" წარმატებული კურსდამთავრებული

1750253187

Skillwill Georgia-ს წარმატებული კურსდამთავრებულების ისტორიები - ადამიანები, რომლებმაც მიატოვეს ძველი პროფესია და აირჩიეს ტექნოლოგიური კარიერა. რა გახდა ცვლილების მიზეზი და რა შესაძლებლობები გააჩინა ახალმა პროფესიამ?  „ბიზნესპარტნიორის“ ყოველკვირეულ რუბრიკაში - „ისწავლე, რაც მართლა გამოგადგება“ შემდეგი სტუმარი MAKING SCIENCE . SWEEFT-ის PYTHON BACKEND დეველოპერი თორნიკე კაჭარავაა. 

"არსებობს სტერეოტიპი, რომ დეველოპერები ჩუმი, არაკომუნიკაბელური და ინტროვერტი ხალხია, თუმცა, ჩვეულებრივ შეგვიძლია  ადამიანებთან კომუნიკაციაში შესვლა, ვერთობით კიდეც. 

ნებისმიერი საიტის უკან არის რაღაც ნაწილი, რომელსაც მომხმარებელი ვერ ხედავს. ეს ნაწილი არის საიტის ლოგიკა. მაგ. როდესაც ჩვენ რომელიმე საიტზე შევდივართ, როდესაც მომხმარებელი რეგისტრირდება- ჩვენი მოვალეობაა ამ ნაწილის სწორად მართვა უზრუნველყოთ, თუ რაიმე ხარვეზი აქვს კონკრეტულ აპლიკაციას, ამაზე ვიმუშაოთ, საიტის უსაფრთხოება უზრუნველვყოთ.

მე არ ვიყავი დეველოპერი, მე ვიყავი ეკონომისტი, მაგრამ გადავწყვიტე ჩემი პროფესია შემეცვალა. რადგან ტექ. სამყარო ძალიან მრავალფეროვანია, ძალიან საინტერესოა და მუდამ არის განვითარების საშუალება.

ჩემი მოგზაურობა ტექ-ში დაიწყო Skillwill-ით. გავეცანი პროგრამირების ფუნდამენტურ საკითხებს, ვისწავლე ძირითადი მიმართულებები, ტექს გავეცანი მრავალმხრივ. ამის შემდეგ, გადავწყვიტე, რომ ჩემი გზა გამეგრძელებინა PYTHON-ის და  BACKEND-ის მიმართულებით. კურსის განმავლობაში, საშუალება მქონდა, მქონოდა კავშირი სხვადასხვა სტუდენტებთან. ერთის მხრივ, ძალიან კარგი არის სხვადასხვა ადამიანების გაცნობა, საერთო ინტერესებიდან გამომდინარე აზრების გაცვლა, ასევე, სამომავლოდ, ჩვენი კარიერა, რა თქმა უნდა, განვითარდება და საშუალება მოგვეცემა სხვადასხვა პროექტზე ერთად ვიმუშაოთ - შევქმნათ ახალი პროდუქტი.

უკვე ერთი წელია, რაც BACKEND დეველოპერი ვარ და ამ პერიოდში საკმაოდ საინტერესო პროექტებზე მომიწია მუშაობა, მაგ. guest house-ის პროექტზე. ამ ყველაფერმა მომცა გამოცდილება, ახალ თემებს და ახალ ტექნოლოგიებს შევეხე, მომეცა საშუალება რეალურ პროექტზე მემუშავა, რაც რეალურ სამყაროში გამოიყენება. ასევე, მას შემდეგ ვიმუშავე პერსონალიზებულ სავარჯიშო სისტემაზე, რამაც კიდევ უფრო გაზარდა ჩემი "სქილები".

ტექ. სფეროში შემოსვლისთანავე მივხვდი, რომ ჩემი ადგილი ვიპოვე. ზუსტად ვიცი, რომ ეს ის მიმართულებაა, რაც ყოველთვის მინდოდა და არ ვაპირებ პროფესიის შეცვლას,"-აღნიშნავს თორნიკე კაჭარავა. 

გამოგვყევით