logo
Loading data...
მთავარი ტურიზმი

სტატია

5.5 მილიონი ტურისტული ვიზიტი- 2025 წელს საქართველომ ტურისტების რეკორდულ და ისტორიულ რაოდენობას უმასპინძლა

5.5 მილიონი ტურისტული ვიზიტი- 2025 წელს საქართველომ ტურისტების რეკორდულ და ისტორიულ რაოდენობას უმასპინძლა

1768546322

საქართველოში 2025 წელს ტურისტული ვიზიტების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა და ისტორიულ მაქსიმუმს 5,521,866  ვიზიტს მიაღწია, რაც  2024 წელთან შედარებით 8.4%-ით მეტია.  ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.  

მათივე განცხადებით, გასულ წელს საქართველოში  7,803,239 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, რაც 2024 წელთან შედარებით 5.9%-ით მეტია.

2025 წელს  ევროკავშირის ქვეყნებიდან და დიდი ბრიტანეთიდან ვიზიტების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა და  499,890 ვიზიტი შეადგინა, რაც 2024 წელთან შედარებით 14%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. 

აღსანიშნავია, რომ გასულ წელს რეკორდულად მაღალი ვიზიტები დაფიქსირდა  გაერთიანებული სამეფოდან (+39.1%; +12,646 ვიზიტი); საბერძნეთიდან (+28.2%; +7,765 ვიზიტი); საფრანგეთიდან (+17.4%; +4,917 ვიზიტი); იტალიიდან (+39.4%;  +7,840 ვიზიტი); ესპანეთიდან (+48.6%; +7,167 ვიზიტი).

ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის  გარდა ზრდა ფიქსირდება სხვა მიზნობრივი ტურისტულები ბაზრებიდან.  2025 წელს სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან  145,513 ვიზიტი განხორციელდა (ზრდა +3.4%; +4,774 ვიზიტი), მათ შორის ვიზიტების მაღალი ზრდა ფიქსირდება საუდის არაბეთიდან, (+9.1%; +8,042 ვიზიტი).

2025 წელს ვიზიტების განსაკუთრებული ზრდა ფიქსირდება შემდეგი ქვეყნებიდან: ისრაელი (+91,444 ვიზიტი; +29.4%); აზერბაიჯანი (+72,793 ვიზიტი; +33.2%;); ჩინეთი (+39,312 ვიზიტი; +44.4%)

2025 წელს საერთაშორისო ტურისტული ვიზიტებით გამორჩეული იყო მე-4 კვარტალი. გასული წლის სექტემბერი-დეკემბრის პერიოდში საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების  რეკორდული ზრდა დაფიქირდა და ისტორიული მაქსიმუმი  1,214,772 ვიზიტი შეადგინა, ზრდა 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +10.5%-ია.

რაც შეეხება საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტებს, გასული წლის სექტემბერი-დეკემბრის პერიოდში, საქართველოში 1,693,484 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, ზრდა 2024 წლის მე-4 კვარტალთან შედარებით +7.6%-ია.

გამოგვყევით