"ბორჯომი ლიკანს" ელექტრონული მუსიკის მოყვარულებისთვის არაჩვეულებრივი სიახლე აქვს. 6 და 7 სექტემბერს სასტუმრო Mushroomsfest-ს უმასპინძლებს.
როგორც სასტუმროს მენჯმენტში აცხადებენ, ფესტივალის ფარგლებში. პირველად საქართველოში ფსიქოდელიური ტრანსის სამყაროს ყველაზე ცნობილი ფესტივალების - O.Z.O.R.A.-ს, Indian Spirit Festival-ის, Boom Festival-ისა და Universo Paralello Festival-ის წამყვანი არტისტები გაერთიანდებიან და ერთად შექმნიან ჯადოსნურ სამყაროს მუსიკისა და ვიზუალური ეფექტების სინთეზით.
„ეს ყველაფერი კი „ბორჯომი ლიკანის“ 40ჰა-ზე გადაჭიმულ წიწვოვან პარკში მოხდება რაც კიდევ უფრო განსაკუთრებულ ხიბლს სძენს ფესტივალს. ბილეთების შეძენა შეგიძლიათ აქ: http://tkt.ge/Mushroomsfest,“-აცხადებენ „ბორჯომი ლიკანში“.