logo
Loading data...
მთავარი ტურიზმი

სტატია

"დამსვენებლები ძირითადად ინდოეთიდან და პაკისტანიდან არიან" - Garden Boutique Hotel

მიმდინარე პერიოდში, დამსვენებლები ძირითადად აზიიდან არიან. კერძოდ,  ინდოეთიდან და პაკისტანიდან, - ამის შესახებ თბილისში მდებარე სასტუმროს - Garden Boutique Hotel-ის დამფუძნებელმა გიორგი ღვარძელაშვილმა "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, ახალი წლის დღეებში სასტუმრო დატვირთული იყო, თუმცა 15 იანვრის შემდეგ აქტივობამ საგრძნობლად იკლო. 

"ჩვენი სასტუმრო წინა წელს გაიხსნა და საკმაოდ კარგი დატვირთულობით ვმუშაობდით. ამჟამად ევროპიდან არც ერთი დამსვენებელი არ გვყავს. სასტუმროდან მიღებული შემოსავალი მხოლოდ თანამშრომლების ხელფასებს და კომუნალურებს ფარავს. ვცდილობთ, რომ სასტუმრო არ დავკეტოთ.

მაისიდან გვაქვს წინასწარი ჯავშნები, თუმცა რა როგორ იქნება არ ვიცით. ყველაფერი ქვეყანაში და მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებზეა დამოკიდებული", - აცხადებს გიორგი ღვარძელაშვილი. 

ცნობისთვის, თბილისში, აწყურის 14 ნომერში სასტუმრო Garden Boutique Hotel ოფიციალურად 2024 წლის დეკემბერში გაიხსნა. Garden Boutique Hotel ჯამში 22 სასტუმრო ნომერს მოიცავს.

გამოგვყევით