logo
Loading data...
მთავარი ტურიზმი

სტატია

"წელს დამსვენებელთა რაოდენობა, დაახლოებით, 30%-ით არის შემცირებული" - Chalet Mestia

წინა წლის ანალოგიურ პერიოდს რომ შევადაროთ შეგვიძლია ვთქვათ, რომ გასული წელი უკეთესი იყო. წინა წელს უკეთესი მაჩვენებლები იყო. წელს დამსვენებელთა რაოდენობა, დაახლოებით, 30%-ით არის შემცირებული, - ამის შესახებ მესტიაში მდებარე სასტუმრო Chalet Mestia-ს მფლობელმა ივერი ჭელიძემ "ბიზნესპარტნიორთან"  განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, მიმდინარე პერიოდში არც წინასწარი ჯავშნები არ შედის და 8 იანვრიდან დღეში მხოლოდ თითო-თითო ნომერი იჯავშნება.

"28 დეკემრიდან 8 იანვრამდე სასტუმრო თითქმის 100%-ით დატვირთული იყო. დამსვენებლების 80%-ს რუსები და უკრაინელები შეადგენდნენ, ხოლო დანარჩენ ნაწილს ქართველები. ამჟამად, ძალიან ცუდი სიტუაციაა. მესტიაში ხალხი საერთოდ აღარ არის. ჩვენი სასტუმროს დატვირთულობა ამჟამად, 10%-ია მხოლოდ. არ ვიცი აღნიშნულის მიზეზი რა შეიძლება იყოს. კურორტზე თოვლიც არის და ყველანაირად მზად იყო დამსვენებლების მისაღებად", - აცხადებს ივერი ჭელიძე.

ცნობისთვის, სასტუმრო Chalet Mestia სვანეთში, დაბა მესტიაში 5 წლის წინ დაფუძნდა.  სასტუმრო 15 ნომერს და რესტორანს მოიცავს.

"თუ ბიზნესი იმოქმედებს მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით და გვექნება კოორდინაცია ფასების შემცირების თემასთან დაკავშირებით, შედეგის მიღწევა შესაძლებელია"

"თუ ბიზნესი იმოქმედებს მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით და გვექნება კოორდინაცია ფასების შემცირების თემასთან დაკავშირებით, შედეგის მიღწევა შესაძლებელია"

ბიზნესი

გამოგვყევით