logo
Loading data...

Zuzumbo Resort & Spa ფართოვდება - ინვესტიცია ₾120 000-ია

Zuzumbo Resort & Spa ფართოვდება - ინვესტიცია ₾120 000-ია

1713452400

კახეთში მდებარე სასტუმრო Zuzumbo Resort & Spa ფართოვდება.  როგორც  სასტუმროს გენერალური მენეჯერი ალექსი ფარადაშვილი ,,ბიზნესპარტნიორთან“ განმარტავს, პროექტი მოიცავს  დამატებით  2 ახალი კოტეჯის მშენებლობას. გარდა ამისა, დაგეგმილია სპა მიმართულების კუთხით შეთავაზებების გამრავალფეროვნებაც.  

მისი ინფორმაციით, სამშენებლო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია,რომლის დასრულების შემდეგაც სასტუმრო ზაფხულის სეზონს ოფიციალურად გახსნილად გამოაცხადებს. როგორც ფარადაშვილი ვარაუდობს, Zuzumbo Resort & Spa განახლებული ინფრასტრუქტურით სტუმრებს მიმდინარე წლის მაისიდან უმასპინძლებს. 

ფარადაშვილის ვარაუდობს, რომ ზაფხულის სეზონზე სასტუმრო სრულად დაიტვირთება.

"აქტიური იყო გასული წლის სეზონიც, დატვირთულობა 90%-ს აღწევდა. ასეთი შედეგი ძირითადად ადგილობრივი ტურისტების მხრიდან მაღალი მოთხოვნით იყო განპირობებული,"-აცხადებს ფარადაშვილი. 

Zuzumbo Resort & Spa-ში უცხოელი ვიზიტორების წილი 10%-ის ფარგლებშია, მიმდინარე წელს კი კომპანია ტურისტების მოზიდვას გარე ბაზრებიდანაც გეგმავს. ალექსი ფარადაშვილის თქმით, ახალი ინფრასტრუქტურა ამის მეტ შესაძლებლობას იძლევა.  

''ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან უკვე არის გარკვეული დაინტერესება, რაც დადებით მოლოდინს განაპირობებს.  კარგია ამინდიც, რაც ტურიზმის გამართული მუშაობისთვის ერთ-ერთი ფაქტორია. გარკვეული ინტერესი შეიმჩნევა და შესაბამისად, მოთხოვნის ზრდას ველოდებით.  სასტუმროს ძირითადი დამსვენებლები ტრადიციულად ადგილობრივი მოქალაქეები არიან. თუმცა ვგეგმავთ, რომ წელს უცხოელი ტურისტები მოვიზიდოთ და სეგმენტის წილი 15%-მდე მაინც გავზარდოთ, ამისთვის  მარკეტინგული ღონისძიებების გააქტიურებაც მოგვიწევს" - აცხადებს ალექსი ფარადაშვილი.

ცნობისთვის, სასტუმრო  Zuzumbo Resort & Spa 2020 წელს თელავში გაიხსნა.  სასტუმრო 8 სართულიან მთავარ შენობასა და ფიჭვნარში განთავსებულ ათ კოტეჯს მოიცავს. სასტუმროს ბაზაზე განთავსებულია ასევე  რესტორანი ბარითა და ვერანდით, ლაუნჯი, ღია კაფე, კახური ეზო, ღია და დახურული საცურაო აუზები, საუნა, საკონფერენციო დარბაზი და საბავშვო სივრცე. სასტუმროს ერთ-ერთი სერვისი  კახეთის მასშტაბით ტურებს მოიცავს.

მარი ჩიტაია

გადაცემები

info@bp.ge

+995595334912

გამოგვყევით