logo
Loading data...

მდინარე არაგვის ხიდზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა მომდევნო კვირაში აღდგება -გზების დეპარტამენტი

მდინარე არაგვის ხიდზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა მომდევნო კვირაში აღდგება -გზების დეპარტამენტი

1711435765

საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 26-ე კმ-ზე, მდინარე არაგვის ხიდზე (მარცხენა მიმართულება), დაზიანებული კონსტრუქციული ნაწილის აღდგენის სამუშაოები გრძელდება,- ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. 

უწყების ცნობით, ხიდის სამუშაოები ითვალისწინებს რკინაბეტონის სავალი ნაწილის ფილების დაზიანებული ფრაგმენტების დაშლას, ქარგილის მოწყობას, დაზიანებული ფილების კონსტრუქციების არმატურით გაძლიერებას და მაღალი სიმტკიცის ბეტონით შევსებას.

"აღნიშნული სამუშაოების შემდგომ, ბეტონის შესაბამისი სიმტკიცის მიღებისთანავე ხიდის სავალ ნაწილზე დაიგება ასფალტ-ბეტონის საფარი. აღსანიშნავია, რომ სამუშაოები რთულ პირობებში, ავტოტრანსპორტის მოძრაობის პარალელურად მიმდინარეობს.

 მდინარე არაგვის ხიდზე სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში, დასავლეთ-აღმოსავლეთის მიმართულებაზე, ერთ სამოძრაო ზოლზე მოძრაობა შეზღუდულია. ავტოტრანსპორტის მოძრაობა ორივე ზოლზე, სამუშაოების დასრულებისთანავე მომდევნო კვირაში აღდგება,"-აღნიშნულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

გადაცემები

info@bp.ge

+995595334912

გამოგვყევით