logo
Loading data...

"დელიკატო" - კორპორატიული კულტურა გაიზარდა, კომპანიები მზად არიან თანამშრომლების კვებისთვის გადაიხადონ

"დელიკატო" - კორპორატიული კულტურა გაიზარდა, კომპანიები მზად არიან თანამშრომლების კვებისთვის გადაიხადონ

1714204800

კორპორატიული კულტურა გაიზარდა, კომპანიები მზად არიან თანამშრომლების კვებისთვის გადაიხადონ, - ამის შესახებ ფურშეტისა და საოფისე კვების კომპანია „დელიკატოს“ დამფუძნებელმა დავით ზაქარაიამ „ბიზნესპარტნიორთან“ განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, ადრე კომპანიების მხრიდან აღნიშნულ სერვისზე ნაკლები მოთხოვნა იყო.

„იურიდიული კომპანიები უკვეთავენ ლანჩ მენიუებს. ამ ეტაპზე, დაახლოებით, 30-მდე კომპანია სარგებლობს აღნიშნული სერვისით. ზოგს მუდმივი კონტრაქტი აქვს გაფორმებული, ზოგს დროებითი“, - აღნიშნა დავით ზაქარაიამ.

გარდა ამისა, როგორც კომპანიის დამფუძნებელი აღნიშნავს, საზოგადოების ცნობიერება ფურშეტების მიმართაც შეიცვალა.

დავით ზაქარაიას ინფორმაციით, ფურშეტებზე მოთხოვნა ყოველწლიურად, დაახლოებით, 10-15%-ით იზრდება.

ადრე ფურშეტების შესახებ დაბალი ცნობიერება იყო და ახლა უკვე ეს კულტურა დამკვიდრდა და ჩვეულებრივ მოვლენად აღიქმება. ქორწილებიც კეთდება ფურშეტით და სხვა ტიპის ღონისძიებებიც. დამკვეთები არიან იურიდიული პირებიც და ფიზიკური პირებიც, მაგრამ ძირითადი მომხმარებლები უფრო, იურიდიული პირები არიან, რადგან მათთვის ასეთი მომსახურება უფრო კომფორტულია. შეიძლება ითქვას, რომ ბაზარი დაახლოებით, ერთნაირად იზრდება, თუმცა ჩვენი შეკვეთების 80% იურიდიულ პირებზე მოდის, ხოლო 20% ფიზიკურ პირებზე. კომპანიები ყველაზე ხშირად პრეზენტაციებისთვის გვიკვეთავენ ხოლმე, ხოლო ფიზიკური პირები ქორწილებისთვის, დაბადების დღეებისთვის, ბანკეტებისთვის და ა.შ.“, - აცხადებს დავით ზაქარაია.

ცნობისთვის, კომპანია „დელიკატო“ ბაზარზე 2005 წელს გამოჩნდა. წარმოება თბილისში, ყიფშიძის ქუჩაზე მდებარეობს. კომპანიაში ამჟამად, 30-მდე თანამშრომელია, თუმცა ღონისძიებების შესაბამისად, დასაქმებულათა რაოდენობა იზრდება.

„დელიკატო“ თბილისში 2 კაფეს ტიპის ობიექტს ფლობს და მიმდინარე წელს, დამატებით 5 ფილიალით გაფართოებას გეგმავს.

ანი მუმლაძე

გადაცემები

info@bp.ge

+995595334912

გამოგვყევით