logo
Loading data...

რიკოთის ჩქაროსნული მაგისტრალის სამშენებლო სამუშაოების ღირებულება 1 მლრდ ევროა

რიკოთის ჩქაროსნული მაგისტრალის სამშენებლო სამუშაოების ღირებულება 1 მლრდ ევროა

1712757600

აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის რიკოთის მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოების ღირებულება 1 მლრდ ევროა. პროექტის განსახორციელებლად სასესხო დაფინანსება საქართველოს აზიის განვითარების ბანკმა (ADB) გამოუყო.

ფინანსთა მინისტრის მოდგილე ეკატერინე გუნცაძე განმარტავს, რომ ADB საკმაოდ მნიშვნელოვანი პარტნიორია დაფინანსების ინსტრუმენტების მოქნილობის თვალსაზრისით.

აზიის განვითარების ბანკი საქართველოსთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული პარტნიორია. ორგანიზაციასთან საკმაოდ დიდი პორტფელი გვაქვს ისეთი ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის, როგორიცაა აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალი, სხვა საგზაო პროექტები, ურბანული ინფრასტრუქტურა და ელექტრო გადამცემი ხაზების მიმართულება. დღეის მდგომარეობით, რაც ორგანიზაციასთან ხელმოწერილია, პრაქტიკულად, ყველა პროექტი დასრულების ფაზაშია. უმეტესობა დასრულდება მიმდინარე წლის ზაფხულში, ან წლის ბოლომდე“ - ამბობს ეკატერინე გუნცაძე.

მისივე თქმით, პარალელურად, აქტიური მუშაობა მიმდინარეობს კახეთის მიმართულებით საგზაო ინფრასტრუქტურაზე, გარდა ADB-სა, სახელმწიფო სხვა დონორებთანაც ითანამშრომლებს.

ამასთან, ფინანსთა მინისტრის მოადგილის განმარტებით, რჩება კიდევ ერთი - სარფის შემოვლითი მონაკვეთი, რომელზეც, ჯერ ხელმოწერილი დოკუმენტი არ არსებობს, თუმცა, ADB-ის მიერ ე.წ. ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლა გამზადებულია.

“ეს შემდგომი, საკმაოდ მსხვილი პროექტი იქნება, უახლოეს პერიოდში ამის ხელმოწერა გათვალისწინებული არ არის, თუმცა, საშუალოვადიან სამოქმედო გეგმაში ნამდვილად ჩასმული გვაქვს” - აცხადებს  ეკატერინე გუნცაძე.

ეკა გაზდელიანი

გადაცემები

info@bp.ge

+995595334912

გამოგვყევით