logo
Loading data...

ზესტაფონის შემოვლითი გზით მოსახლეობა მაისიდან ისარგებლებს

ზესტაფონის შემოვლითი გზით მოსახლეობა მაისიდან ისარგებლებს

1711358342

 ზესტაფონის შემოვლითი გზით მოსახლეობა მაისიდან ისარგებლებს, - ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. 

უწყების ცნობით, E60 ავტომაგისტრალის, რიკოთის საუღელტეხილო გზის შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

"შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე, პროექტის შესაბამისად, გათვალისწინებულია 14.7 კმ- იანი 4 ზოლიანი გზის მშენებლობა. ამ ეტაპზე, 17 ხიდიდან აშენებულია 15 ხიდი, ხოლო 10 გვირაბიდან ათივე გვირაბი გაჭრილია. სამუშაოების ფიზიკური პროგრესი დღეის მდგომარეობით 80%-ია.  რიკოთის საუღელტეხილო გზის მშენებლობის ფარგლებში, რომელიც 4 მონაკვეთადაა დაყოფილი, ჯამში, შენდება 52 კმ-მდე გზა, 97 ხიდი და 51 გვირაბი,"- აღნიშნულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

გადაცემები

info@bp.ge

+995595334912

გამოგვყევით