logo
Loading data...

"სნეპ ფიტნესი" წელს გაფართოებისთვის ₾3 მლნ-მდე ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს

"სნეპ ფიტნესი" წელს გაფართოებისთვის ₾3 მლნ-მდე ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს

1714197600

"სნეპ ფიტნესი" 2024 წელს თბილისში 2 ფილიალის დაამატებას გეგმავს. ქსელის დირექტორი, სოფო სოლოღაშვილი "ბიზნესპარტნიორთან" აცხადებს, რომ თითოეულის ინვესტიცია, დაახლოებით, 1.5 მლნ ლარი იქნება.

მისივე ინფორმაციით, ერთი ფილიალი სექტემბერში გაიხსნება, ხოლო მეორესთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

დიდ დიღომში მირიან მეფის ქუჩაზე გაიხსნება ერთი ფილიალი. ამ ეტაპზე სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. რაც შეეხება მეორე ფილიალს, ლოკაცია უკვე შერჩეულია და გარკვეული მოლაპარაკებები მიმდინარეობს, - აღნიშნავს სოლოღაშვილი. 

მისი განცხადებით, გასულ წელთან შედარებით მომხმარებელთა რაოდენობა დარბაზებში გაზრდილი არ არის. 

"წინა წელს რუსეთ-უკრაინის ომის გამო, მიგრანტებით დარბაზების აბსოლუტური გადავსება მოხდა. მაგ პერიოდში ჩვენ 1-თვიანი აბონიმენტების გაყიდვა შევაჩერეთ. შესაბამისად, წინა წლის ზრდის ფონზე ვერ ვიტყვი, რომ გაზრდილია, თუმცა ტრენდი შენარჩუნებულია. ჩვენი მომხმარებლების დაახლოებით, 15-20% უცხოელები არიან", - აცხადებს სოფო  სოლოღაშვილი.

ცნობისთვის, ამ ეტაპზე, „სნეფ ფიტნესს“ საქართველოს მასშტაბით 4 ფილიალი აქვს.

ანი მუმლაძე

გადაცემები

info@bp.ge

+995595334912

გამოგვყევით