logo
Loading data...
მთავარი ინფრასტრუქტურა

სტატია

ახალი ღრმაწყლოვანი ნავსადგური, გამართული რკინიგზა და ინფრასტრუქტურა - რა სჭირდება საქართველოს კონკურენტუნარიანობის ზრდისთვის

„ჩვენ თუ გვექნება ახალი ღრმაწყლოვანი ნავსადგური, გამართული რკინიგზა და ინფრასტრუქტურა, ეს გაზრდის ჩვენს გამტარუნარიანობას,“ - ამის შესახებ Tbilisi Dry Port-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ ინაიშვილმა „ბიზნესპარტნიორის“ ღამის ეთერში განაცხადა. მისივე თქმით, საქართველოს დერეფნის კონკურენტუნარიანობას დამატებით გაზრდისთვის მნიშვნელოვანია ნავსადგურებს უფრო მეტი დრაფტი (რა სიღრმეზეა ჩაშვებული გემი წყლში) ჰქონდეთ.

"სერიოზული მოდერნიზაციაა ჩასატარებელი ნავსადგურებში. ბათუმი არის მრავალწლიანი იჯარით გადაცემული ყაზახურ კომპანიაზე და იქ გაფართოების საშუალება ბათუმს არ გააჩნია. რაც შეეხება ფოთს, ის მთლიანად, 100%-ით გაყიდულია. მათ აქამდეც უნდა აეშენებინათ ახალი ნავსადგური. ჩვენ თუ გვექნება ახალი ღრმაწყლოვანი ნავსადგური, გამართული რკინიგზა და ინფრასტრუქტურა, ეს გაზრდის ჩვენს გამტარუნარიანობას.

ამასთან, ჩვენი ნავსადგურები დღეს შეზღუდულია დრაფტიდან გამომდინარე - საქართველოს ნავსადგურების მაქსიმალური დრაფტი 11 მეტრია, ხოლო ანაკლიასა და ფოთის ახალ ნავსადგურებში თუ იქნება 15 მეტრი, ეს მთლიანად შეცვლის სურათს და ჩვენს დერეფანს დამატებით, უფრო კონკურენტულს გახდის,“- განაცხადა ჯემალ ინაიშვილმა

გამოგვყევით