logo
Loading data...
მთავარი ინფრასტრუქტურა

სტატია

"ბაკურიანში, წყალმომარაგების პრობლემა წელს უნდა გადაწყდეს" - რევაზ სოხაძე

"ბაკურიანში, წყალმომარაგების პრობლემა წელს უნდა გადაწყდეს" - რევაზ სოხაძე

1770925260

ინფრასტრუქტურის მინისტრი ამბობს, რომ დაბა ბაკურიანში არსებული პრობლემები, რომლებიც წყალმომარაგებას უკავშირდება წელს უნდა გადაწყდეს.

„როდესაც წყალმომარაგების სისტემების მშენებლობა ხორციელდება, საგზაო ინფრასტრუქტურაც არის დაზიანებული, რაც თავის მხრივ უზარმაზარი დისკომფორტია და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მიმდინარე წელს, ბაკურიანში ეს პრობლემა მაქსიმალურად ამოიწუროს“, - ამის შესახებ რევაზ სოხაძემ „ბიზნესპარტნიორის“ ღამის ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, მოსახლეობის ონკანებში რომ წამოვიდეს სტანდარტების შესაბამისი წყალი, არც ისე მარტივი პროცესია.

„არ დაგიმალავთ, რომ მეც კი, რომელიც რაღაცებში მეტ-ნაკლებად ჩართული ვიყავი, მეგონა, რომ ეს შედარებით მარტივი პროცესი იყო. თუმცა, პირველად როდესაც აღმოვჩნდი სათავე ნაგებობებში და ჩავიხედე, თუ რა პროცედურასთან გვაქვს საქმე, რამდენი ადამიანი შრომობს ყოველდღიურად, რომ ჩვენს ონკანში სუფთა წყალი მივიღოთ, მივხვდი, რომ ეს არის ურთულესი პროცესი. ეს პროცესი, ერთი მხრივ, ძალიან დიდ კაპიტალდაბანდებას მოითხოვს, რომელსაც დღეს სახელმწიფო ხარჯავს და მეორე მხრივ - უამრავი ადამიანი შრომობს, რომ ჩვენ ეს სერვისი მივიღოთ“,  - განმარტა რევაზ სოხაძემ.

მისივე ინფორმაციით, ინფრასტრუქტურის სამინისტრო აპირებს, რომ საინფორმაციო კამპანია აწარმოოს, რათა ადამიანებმა ეს პროცესი ნახონ. გარდა ამისა, უწყება წყლის რაციონალურ მოხმარებასთან დაკავშირებით, საზოგადოების ცნობიერების ამაღლების კუთხითაც იმუშავებს.

გამოგვყევით