ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამში ცენტრალური სტადიონის სრული რეაბილიტაცია დაიწყო. ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პირველ ეტაპზე პროექტი დაზიანებული ტრიბუნების დემონტაჟისა და დამცავი კედლის მოწყობის, სადრენაჟე სისტემის მოწყობისა და გასახდელების რეაბილიტაციის სამუშაოებს ითვალისწინებს.
საერთო ჯამში კი სტადიონი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოეწყობა და აღიჭურვება. პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი საერთო ღირებულება 1 041 230 ლარს შეადგენს.